ქართველ ფორვარდზე უფლებები "ნიუ ჯერსი ნეთსის" მფლობელმა რუსმა ოლიგარქმა "ფილადელფიისგან" იყიდა
თორნიკე შენგელია დრაფტის მეორე რაუნდში 24-ე ნომრის მქონე "ფილადელფიამ" აიყვანა, თუმცა რამდენიმე წუთში იგი "ნიუ ჯერსი ნეთსს" დაუთმო.

ნიუჯერსელებმა ქართველ ფორვარდში გარკვეული თანხა გადაიხადეს. როგორც ერთ-ერთმა ამერიკულმა ვებგვერდმა ივარაუდა, შესაძლოა, "ნიუ ჯერსის" მფლობელ რუს ოლიგარქ მიხეილ პროხოროვს გარკვეული ინტერესი აქვს შენგელიასადმი.

რაც შეეხება თავად ნიუჯერსელებს, მათ ამ დრაფტზე მოთამაშის აყვანის უფლება არ ჰქონიათ, რომელიც, სავარაუდოდ, რომელიღაც ტრანსფერის დროს სხვა გუნდს დაუთმეს.

ნიუჯერსულ ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნდა თორნიკე შენგელიას დეტალური დახასიათება, რაც იმის იმედს იძლევა, რომ "ნიუ ჯერსი" ქართველი ფორვარდით დაინტერესებულია.

ჯერ არ არის ცნობილი, დარჩება თუ არა შენგელია ამერიკაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას იმ საზაფხულო ლიგებში, რომლებშიც კლუბები დრაფტზე აყვანილ ახალგაზრდებს სცდიან და გადაწყვეტილებას იღებენ, გაუფორმონ თუ არა ახალბედას კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრაფტზე ყველაზე მაღალ ნომრად აყვანილი ევროპელი ფრანგი ევან ფურნიეა, რომელიც "დენვერმა" პირველ რაუნდში, მე-20 ნომრად აიყვანა.

მეორე რაუნდის მე-2 ნომრად აიყვანა "ვაშინგტონმა" ჩეხი ტომაშ სატორანსკი, ხოლო ბერძენ კოსტანტინოს პაპანიკოლაუს "ნიუ იორკმა" მეორე რაუნდის მე-18 არჩევანი დაახარჯა.

ნიუჯერსელებმა ასევე იყიდეს მეორე რაუნდის მე-11 არჩევანის მქონე "პორტლენდის" ხმა და სწორედ მათ დარჩათ ამ ნომრად არჩეული ამერიკელი ტაიშონ ტაილერი.

gbf.ge

დავითი
ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია, ფაქტია რომ იმსახურებს ელიტაში თამაშს, თუმცა წინ კიდევ ბევრი გამოცდა ელის, დრაფტი არაფერს არ ნიშნავს, მთავარი გუნდში ადგილის მოპოვებაა. ასე რომ წარმატებები ! იმედი მაქვს ეს ადამიანი თავის სიძლიერეს დაამტკიცებს !
marina
ვულოცავ თორნიკეს ამ წარმატებას. უმრავლის საქართველოს ასეთი ჯანმრთელი ვაჟკაცები.
nika_japana
ძალიან კარგია,ძაან მიხარია თორნიკეს წარმატება,იმედია დაიტოვებენ და მომავალ წელს კიდევ 1 ქართველი შეემატება NBA-ს...ზაზას ვენაცვალე,მაგარი კაცია :))
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა