რატომ ვერ ვხვდებით ევროპის ჩემპიონატზე? ამ კითხვაზე ირიბი პასუხი განვლილ უქმეებზე მივიღე
ჩვენც გვინდა ევროპა - ასე დავარქვი რუბრიკა "ტაიმლაინის" სტატიას, რომელიც ევრო 2012-ის დაწყებას მივუძღვენი.

წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა ქართველი ქომაგი, ეროვნული ნაკრები ახლა უკრაინასა და პოლონეთში რომ თამაშობდეს. თუმცა ახლა, ალბათ, უკვე დასრულებული ექნებოდა ჩემპიონატი, რადგან პირველობას მხოლოდ ფინალისტები შემორჩნენ. ფინალს ვინ ჩივის, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა აქვს სანატრელი.

ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მაგრამ მაინც საინტერესოა, რატომ ვერ ვხვდებით ევროპის ჩემპიონატზე? ამ კითხვაზე ირიბი პასუხი განვლილ უქმეებზე მივიღე.

თბილისის გარეთ გავედი, რაიონში... მნიშვნელობა არა აქვს, რომელ რაიონში, რადგან საქართველოში ასეთი უამრავია.

საღამოს ჰოლანდიის ნაკრების მაისურაში გამოწყობილმა მეგობარმა ღობეზე თავი გადმოყო და ფეხბურთის სათამაშოდ დამპატიჟა.

რა თქმა უნდა, იდეა მომეწონა. ძველი სპორტული ფეხსაცმელი ამოვქექე და "ჰოლანდიელს" გავყევი. გზად გუნდი შეიკრიბა და რაიონის ცენტრალური სტადიონისკენ გავეშურეთ. თავიდან რომ მითხრეს, მთავარ არენაზე მივდივართო, გამიკვირდა - იქ ხომ ოდესღაც დიდი გუნდი თამაშობდა...

არც მის სახელს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან იდეურად ბევრს არაფერს ნიშნავდა. ერთი რაიონის გუნდს "მეცემენტე" ერქვა, მეორეს - "ტაქსომოტორი #2", მესამეს - "ხის დამამუშავებელი კომბინატი"...

მოკლედ, რაიონის ცენტრალურ სტადიონზე სათამაშოდ ხალისით გავემართე. გზად ორი მაღალი ახალგაზრდა დავინახე, რომლებიც ხელში კალათბურთის ბურთს ათამაშებდნენ.

- ესენი, ალბათ, კალათბურთის სათამაშოდ მიდიან, - დავასკვენი.

- აბა, სხვაგან სად წავლენ?!

- ჩვენც მათკენ ხომ არ გადაგვეხვია? კალათში მეც სიამოვნებით ვისროდი.

- რას ამბობ, იქ რა გვინდა?! - მოედანი კენჭებითაა სავსე, ბურთს ერთ მხარეს რომ დააგდებ, მეორეს გარბის. მხოლოდ "მინუს ხუთს" თუ ითამაშებს კაცი, - მითხრა ჰოლანდიისმაისურიანმა.

- ქალაქში სხვა მოედანი არ არის?

- მხოლოდ სკოლის დარბაზია. იქ კი ჩვენ არავინ შეგვიშვებს.

არ გამკვირვებია, რადგან კალათები თბილისის გარეუბნებშიც ჩამოტეხილია, "შემცვლელი" კი არ ჩანს.

მოკლედ, კალათბურთმა ჩაგვიარა. ფეხბურთით განვაგრძოთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მშვენიერ რაიონში ერთადერთი ხელოვნური მოედანია, რომელიც გადატყავებულია და იქ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებ, მხოლოდ კენჭების სროლით თუ გაერთობა კაცი. სხვა გზა არ არის, ფეხბურთის თამაში თუ მოგინდება, უნდა მიაკითხო ცენტრალურ სტადიონს, რომელსაც ბოქლომი ედო, თუმცა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ღობე გადახსნილია და მოედანზე შესაძრომად ცოტა სისხარტე და მოქნილობაა საჭირო.

სტადიონზე ერთი გუნდი დაგვხვდა. მოედნის მეოთხედზე გამზადებულ ორ კარს შორის მოვექეცით და დავიწყეთ... ბურთს ტერფი მივუშვირე, მუხლამდე ახტა. მაინც დავიმორჩილე. პასის გადაცემა ვცადე, მაგრამ აბუჩქებულ ბალახს დაეჯახა და მიმართულება შეიცვალა.

თამაშის შემდეგ მოედნის გარეთ მდგომმა ახლობელმა მისაყვედურა: კარის წინ ბურთი რომ მიიღე, კენწვლა რატომ დაიწყე, ერთი შეხებით დაგერტყაო. ვერ დავარტყამდი, ბორცვები მცველებივით გადამეღობნენ-მეთქი, ვიმართლე თავი.

პირველივე შესვენებისას ყველაზე მაღალ ბუჩქზე ჩამოვჯექი და მწვანემაისურიან ყოფილ ფეხბურთელს მივმართე:

- აქ ფეხბურთს როგორ თამაშობთ?

- ეჰ, სხვა გზა არ გვაქვს, გვიყვარს და ვცდილობთ ვითამაშოთ. ეს მიდამო ჩემთვის ძალიან ახლობელია - ცენტრალური მცველი ვიყავი და საჯარიმოს ხაზიდან მთელ მოედანს ვაკონტროლებდი. შემდეგ სწავლა ვარჩიე და ფეხბურთს თავი დავანებე.

ასეთი გადაწყვეტილება კიდევ უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო, რომელსაც სპორტი გართობადღა შემორჩა.

გვარიანად რომ დავიღალეთ, ახალგაზრდობა ერთად შეიკრიბა და არგენტინისფორმიანის იდეა მოიწონა - ლუდი მოვიმარაგოთ და ღამით ესპანეთი-საფრანგეთის თამაშს ერთად ვუყუროთო.

არა მგონია, დასკვნა საჭირო იყოს - ისედაც გასაგებია, რომ ზემოხსენებულ მშვენიერ ქალაქში ახალგაზრდობას მოედანი არ აქვს.

არადა ფაქტია - თუ ფეხბურთი მასობრივ ხასიათს არ მიიღებს, ვერც უკრაინას ვაჯობებთ და ვერც პოლონეთს, სადაც ისედაც ჩვენზე გაცილებით მეტი მცხოვრებია, ყველა საცხოვრებელ პუნქტში მოედანია მოწყობილი და შესაბამისად, ნაკრების მწვრთნელსაც დიდი არჩევანი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

prince 27
ქართულ ფეხბურთს ეშველება რამე?
dudu
ეჰ, ნეტა მარტო ეგ პრობლემა ქონდეს ქართულ ფეხბურთს.
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა