"ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაიცვა
"ტოტენჰემის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ერთ-ერთი იმ იშვიათ ექსპერტთაგანია, ვინც როი ჰოჯსონის გარკვეულ გადაწყვეტილებებს არ იწონებს, მაგალითად, ტაქტიკურ მოდელს, მაგრამ მთლიანობაში მიაჩნია, რომ "ლომების" თავკაცს ხშირად სხვა გამოსავალი უბრალოდ არ რჩებოდა.

"აზრად არ მომივა, რომ ჰოჯსონს რამეში ბრალი დავდო, რადგან ამის უფლება არავის არ აქვს. მან ნაკრები ჩაიბარა და სცადა, რომ გუნდი როგორმე თავის სტილზე მოერგო, თუმცა დრო საჭიროზე ბევრად ცოტა იყო.

რა თქმა უნდა, გუნდი დაცვიდან ცდილობდა თამაშს. კი, მაგრამ კიდევ რა გამოსავალი რჩებოდა?

დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალს ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ყურადღებას არავინ აქცევს იმას, როცა ამბობენ, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს.

მაგალითად დაცვის ოთხეულზე ვთქვათ: გლენ ჯონსონმა, ეშლი კოულმა, ჯონ ტერიმ, ჯოლეონ ლესკოტმა და მათ უკან მდგარმა ჯო ჰარტმა ტურნირი იდეალურად ჩაატარეს, ნახევარდაცვაში სტივენ ჯერარდი და სკოტ პარკერი გვყავდა, მერე გუნდს უეინ რუნიც დაუბრუნდა, მაგრამ...

სულ სხვა თემაა, რომ დიდ ტურნირებზე მოწინააღმდეგეს ბურთი აღარ უნდა ჩავუგდოთ ხელში, თორემ არც სხვა დროს აღარ უნდა გვქონდეს მოგების ილუზია.

ჩვენზე ცუდად ტურნირზე ბურთს მხოლოდ ირლანდიელები აკონტროლებდნენ. არ შეიძლება ამ ტაქტიკამ ოდესმე გაამართლოს", - განაცხადა 65 წლის მწვრთნელმა Absolute Radio-ს ეთერში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა