"გვსურს, რომ მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რომ ფეხბურთის თამაშია ჩვენი საქმე და არა თამაშების ჩაწყობა"
კონტინენტის პირველობის გადამწყვეტი მატჩი წინ არის, მაგრამ ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრო 2012-ის მთავარი მოქმედი პირი ანდრეა პირლო გახლავთ.

საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველა პირლოზე ლაპარაკობს, როგორც უდიდეს ვირტუოზზე, რომელმაც იტალიის ნაკრების წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

მართლაც საოცრად თამაშობს ანდრეა, ბურთს ფაქტობრივად არ კარგავს და თანაბრად ეფექტურია როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზებში.

33 წლის შუახაზელს ვეტერანობის არაფერი ეტყობა და რჩება შთაბეჭდილება, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ითამაშემს - დაე ასე იყოს...

ქვემოთ, პირლოსთან მინი-ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც გერმანიასთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ შედგა...

- როგორ გრძნობთ თავს?

- შესანიშნავად, რადგან ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედით. ტურნირის დაწყებამდე ამას ვერავინ წარმოიდგენდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველა გავაოცეთ.

ფავორიტებად ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია და საფრანგეთი სახელდებოდნენ და ჩვენ, არავინ გვახსენებდა.

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე შეგვიძლია. პირადად მე, უზომოდ კმაყოფილი ვარ.

- როგორ აღნიშნეთ წარმატება?

- ჯერ არაფერი მოგვიგია და შესაბამისად, საზეიმოდ ნამდვილად არ გვცალია. ფინალში გასვლამ ყველა გაგვახარა, მაგრამ ფიესტას დრო ნამდვილად არაა.

წინ ურთულესი მატჩი გველოდება და გერმანელებთან გამარჯვება მალევე უნდა დავივიწყოთ. პირველ რიგში, ძალების სწრაფად აღდგენაა საჭირო, რადგან თამაშამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც მსაჯმა თამაში დაასრულა და ფინალის საგზური მოიპოვეთ?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად, ისეთივე გრძნობა მაქვს, როგორიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას. მაშინაც ასე გვწყუროდა გამარჯვბა და მაშინაც, მივაღწიეთ წარმატებას.

იმედი მაქვს, არც ევრო 2012-ზე შევჩერდებით ფინალით და ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებთ; ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს.

- პირველ რიგში, რითი აჯობეთ გერმანიას?

- ერთი კონკრეტული კომპონენტის გამოყოფა შეუძლებელია, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია და თუ ერთი რგოლი მაინც მოიშალა, ყველაფერი ირევა.

ჯანლუიჯი ბუფონიდან დაწყებული, მარიო ბალოტელით დამთავრებული, ყველა კარგად გაისარჯა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

- როდის ირწმუნეთ, რომ გერმანია უკვე დამარცხებული იყო?

- მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ნამდვილად დავრწმუნდი, რომ საქმე მოთავებული იყო და ჩვენ ფინალში გავედით.

რაც არ უნდა დიდი იყოს უპირატესობა, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ისე, როდესაც იოაჰიმ ლიოვმა ჟერომ ბოატენგის ნაცვლად, მოედანზე თომას მიულერი შეუშვა, იქ მივხვდი, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით; გერმანელებმა უკანა ხაზი მთლიანად მოაშიშვლეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა.

- რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ იტალიური ფეხბურთისთვის ყველაზე მძიმე პერიოდებში, “სკუადრა აძურა” წარმატებას აღწევს?

- სიმართლე გითხრათ, თამაშის დროს იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე არ ვფიქრობ, ასე რომ, ამ ორ მოვლენას შორის რაიმე კავშირს ვერ ვხედავ.

ისე კი, ყველას დიდი სურვილი გვაქვს, მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რომ ფეხბურთის თამაშია ჩვენი საქმე და არა თამაშების ჩაწყობა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავად გამოგვდის.

- ყველაფერი გაქვთ მოგებული როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დინეზე; მხოლოდ ევროპის ჩემპიონის ტიტული გაკლიათ და ალბათ, ფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადებით...

- ევროპის ჩემპიონატის თითოეული თამაშისათვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ასე იქნება ფინალური მატჩის შემთხვევაშიც.

დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება და ამ ტიტულსაც დავეუფლები. თუმცა, მე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მიღწეულით კმაყოფილდებიან და მოტივაციას კარგავენ; წინ კიდევ ბევრი საინტერესო ტურნირია, მათ შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა