ბრიტანეთის დედაქალაქში ღამის რბოლისთვის შექმნილი ქუჩის ტრასა წარმოადგინეს
"მაკლარენისა" და "ფერარის" ესპანურმა სპონსორმა, კომპანია "სანტანდერმა" ლონდონის გრანპრის პროექტი წარმოადგინა.

ასეთი რბოლის გამართვის იდეა უკვე მრავალი წელია განიხილება და "სანტანდერმა" ბერნი ექსლტოუნისა და ბრიტანეთის დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ეს პროექტი, შესაძლოა, რეალურად აქციოს.

"სანტანდერისა" და "მაკლარენის" მიერ მოწყობილ აქციას ბრიტანული საჯინიბოს პილოტები ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონიც ესწრებოდნენ, მაგრამ პროექტის დეტალები საზოგადოებას ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა გააცნო.

"მრავალი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდი ლონდონში რბოლის ჩატარების იდეაზე, ერთი პერიოდი ახლოს ვიყავით კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ იმ მომენტში ამ იდეის განხორციელება ძალიან ძვირი ჯდებოდა.

რამდენიმე წლის წინ, Regent Street-ზე გაიმართა სადემონსტრაციო რბოლა და მან ნახევარი მილიონი მაყურებელი შეკრიბა, რადგან ლონდონში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებისადმი ინტერესი უდიდესი იყო, მათ შორის გუნდებისა და სპონსორების მხრიდან", - ამბობს ექლსტოუნი.

"სანტანდერმა" მიიწვია საუკეთესო არქიტექტორები ტრასის პროექტის შესაქმნელად. ნავარაუდებია ქუჩაში ღამის რბოლის ჩატარება. გვიანი დრო ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანონ ლოჯისტიკის პრობლემები და ქალაქის ცენტრის გადაკეტვის აუცილებლობა.

საბოლოოდ, ყველა მოგებული დარჩება - მაცხოვრებლები დაცულნი იქნებიან ხმაურისგან სპეციალური ეკრანებით, გულშემატკივრები და ტელემაყურებლები კი იხილავენ საღამოს ლონდონის ფანტასტიკურად ლამაზ სურათსა და ამ ფონზე ფორმულა 1-ის პილოტების ბრძოლას.

ქუჩის ტრასას გაანათებენ 1200 სპეციალურად შექმნილი პროჟექტორებით, გუნდები და ჟურნალისტები კი უქმეების განმავლობაში იმუშავებენ დროებითი კონსტრუქციებისგან შექმნილ ბოქსებსა და პრეს-ცენტრში. ტრასის კონფიგურაცია საკმაოდ ჩქაროსნულია და ის ლონდონის ისტორიულ რაიონზე გადის, სადაც ყველა ტურისტული წერტილი საყოველთაოდ არის ცნობილი.

"მე სერიოზულად ვიყავი დაკავებული ამ პროექტით, ვეხმარებოდი ტრასის კონფიგურაციის შექმნაში - მე და ჯენსონმა ის სიმულატორზე დავამუშავეთ, ფანტასტიკური ტრასაა. რბოლა ლონდონში შეიძლება ყველაზე ეფექტური გახდეს ფორმულა 1-ის ისტორიაში", - განაცხადა ლუის ჰემილტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა