"მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" მასპინძლობს და ეს პრემიერლიგის მეექვსე ტურის მთავარი მატჩია...
"მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" მასპინძლობს და ეს პრემიერლიგის მეექვსე ტურის მთავარი მატჩია. რად უნდა ლაპარაკი, რომ მის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი ეს ინგლისის ჩემპიონთა შემოწმებაა - აქამდე, ხუთ ტურში "ლურჯებმა" ერთი მეორეს სულ სუსტი გუნდები მიაწყვეს - და მეორეც, დასავლეთ ლონდონელების ფეხის დაცდენას სულგანაბული ელოდებიან ჩემპიონობის მთავარი კონკურენტები, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი".

რასაკვირველია, ამ შეხვედრის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ისტლენდელთათვისაც. შეიხმა მანსურმა "სიტის" განახლებაში უზარმაზარი თანხები ჩადო, მაგრამ გუნდი ჯერჯერობით არასტაბილურია. მეორე მხრივ, რობერტო მანჩინის მილიონერი ბიჭები მეოთხე ადგილზე არიან, ეს კი ის პოზიციაა, რომელიც "სიტისთვის" პროგრამა მინიმუმად ითვლება.

დაშავებულთა საქმე ასეა: მასპინძელთა რიგებში ვერ ითამაშებენ ალექსანდრ კოლაროვი, ჯერომ ბოატენგი და უეინ ბრიჯი. პაბლო საბალეტამ ასეთ პირობებში მარჯვენა ფრთაზე ითამაშა, მაგრამ თუ მიკა რიჩარდსი ორთავა კუნთის ტრავმას ვერ მოიშუშებს, მას შეიძლება მოედნის მეორე კიდის დაცვა დაევალოს. არაა გამორიცხული უკან დახიონ ჯეიმს მილნერი და თუ მართლა ასე მოხდება, წინ ესპანელ დავიდ სილვას ვიხილავთ.

ტრავმირებულები ჰყავს "ჩელსისაც", რომელსაც ხალხი "ქარლინგის თასზე" "ნიუკასლთან" მოულოდნელი წაგებისას დაუშავდა. სამაგიეროდ კარლო ანჩელოტის შემადგენლობას დაუბრუნდებიან დიდიე დროგბა და ფლორან მალუდა. ფრენკ ლემპარდი კვლავ ვერ ითამაშებს.

"არსენალი" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს და მისგნ ყველა გამარჯვებას, მეტიც, გამარჯვებათა გზაზე დაბრუნებას ელის. მოგეხსენებათ, "მეთოფეები" კაპიტნის სესკ ფაბრეგასის გარეშე იქნებიან და მისი როლი, სავარაუდოდ, ყმაწვილკაცმა ჯეკ უილშერმა უნდა იტვირთოს. კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ტეო უოლკოტი და რობინ ვან პერსი. "ვესტ ბრომვიჩის" თავკაცს, რობერტო დი მატეოს ახალი დაშავებული არავინ ჰყავს.

"ბირმინგემისგანაც" "უიგანთან" შეხვედრაში გამარჯვებას ელიან. საქმე ის გახლავთ, რომ ბირმინგემელებმა შუა კვირაში "ქარლინგის თასზე" "მილტონთან" შთამბეჭდავად ითამაშეს და შესაბამისად ფანები ჩინებულ გუნებაზე არიან. მათ თითქოსდა აღარ ახსოვთ პრემიერლიგის წინა ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" 3:1 რომ წააგეს. გუნდის მწვრთნელს ალექს მაკლიშს ახალი დაშავებული არავინ ჰყავს, "უიგანს" კი შარლ ნ"ზოგბია უბრუნდება და მისგან გუნდის თავკაცი რობერტო მარტინესი დიდ დახმარებას ელის.

"ბლექპული" "ბლექბერნს" მასპინძლობს და იმედოვნებს, რომ ტრადიციისამებრ კარგ შედეგს მიაღწევს. ლანკაშირის ეს ორი გუნდი 1980 წლის შემდეგ აღარ შეხვედრია ერთმანეთს. ბოლო შეხვედრაში "ბლექბერნმა" მოიგო, მაგრამ ზღვისპირელთა თავკაცი იან ჰოლოუეი სტატისტიკას იშველიებს: "ბლექპულს" "ბლექბერნისთვის" ოცდაერთჯერ უმასპინძლია და 15 შეხვედრა მოუგია.

"ფულჰემი" და "ევერტონი" შუა კვირაში "ქარლინგის თასზე" დამარცხდნენ და ახლა, ერთმანეთის დამარცხებით შეეცდებიან გუნების გამოსწორებას.

ლონდონელების მწვრთნელს მარკ ჰიუზს ბობი ზამორა ხომ გამოაკლდა და ახლა, მას მუსა დემბელეც შეუერთდა. ის ორ ან სამ კვირას ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, ჰიუზს საქმე მაინც ასარჩევად აქვს: ვის ათამაშებს წინ, კლინტ დემპსის, ედი ტომპსონს თუ ზოლტან გერას? დემიენ დაფიც გამოჯანმრთელდა...

"ევერტონს" ტიმ კეჰილისა და ლიონ ოსმანის საქმე აქვს გასარკვევი.

"ლივერპული" შუა კვირის სირცხვილის შემდეგ ("ქარლინგის თასზე" "ნორთემპტონთან" წააგო) "სანდერლენდს" უმასპინძლებს და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას შეეცდება. სანდერლენდელთაგან მოედანს დაუბრუნდება კაპიტანი ლი კეტერმოლი, რომელმაც ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემი" "ტოტენჰემს" მასპინძლობს. "ჩაქუჩები" აუტსაიდერები არიან, "დეზები" ცხრილის მეხუთეზე გახლავან და "უპტონ პარკზე" გამარჯვება ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ხვალ კი სამი თამაშია: "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლტონში "რიბოკ სთედიუმზე" თამაშობს. საინტერესოა, რომ "ბოლტონთან" ბოლო ოთხ დაპირისპირებაში უეინ რუნიმ ექვსი გოლი გაიტანა. სტატისტიკა კიდევ იმას მეტყველებს, რომ პრემიერლიგის ბოლო 14 დაპირისპირებაში მანჩესტერელებმა 12 მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ალექს ფერგიუსონის გუნდის სასარგებლოდ მეტყველებს.

"ვულვზი" "ასტონ ვილას" მასპინძლობს და რიხიანდაა: გასული სეზონიდან მოყოლებული პრემიერლიგაში ექვსი საშინაო შეხვედრა არ წაუგია. რაკიღა გასული სეზონი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ "შარშან" ამ გუნდებმა ორივე შეხვედრაში ფრედ ითამაშეს. ამ თამაშს ის ინტერესიც აქვს, რომ "ვილას" ახალი მწვრთნლი ჟერარ ულიე თანდათონობით ერკვევა ვითარებაში და დროა ფანებს თავისი "კლანჭებიც" დაანახვოს.

და ბოლოს, "ნიუკასლი" "სტოკს" მასპინძლობს - ამ გუნდების ბოლო ოთხი თამაშიდან სამი ფრე იყო.

დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ