ევრო 2012-ის ფინალურ მატჩში "ფურია როხამ" იტალიის ეროვნული გუნდი 4:0 დაამარცხა
ევრო 2012-ის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი 4:0 დაამარცხა და ბებერი კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო.

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2012-ის ფინალური მატჩის პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. შეხვედრის პირველ ნახევარში ესპანელებს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ.

ანგარიში მე-14 წუთზე დავიდ სილვამ გახსნა. ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ ბურთი კარის ზედა კუთხეში თავით გადაგზავნა. 41-ე წუთზე მცველმა ხორდი ალბამ ესპანელთა უპირატესობა გააორმაგა. ალბას ჩავიმ მოძრაობაში გაუკეთა გადაცემა, "ბარსელონას" ახალწვეული ბუფონთან პირისპირ დარჩა და იტალიელთა კარის აღების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

პირველ ტაიმში გუნდებმა კარში რვა-რვაჯერ დაარტყეს. აქედან ხუთ-ხუთჯერ კარის ჩარჩოში მოახვედრეს.

მეორე ტაიმში იტალიის ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა ნახევარმცველ ტიაგო მოტას ტრავმის შემდეგ. იტალიელებს სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდათ.

მოტამ ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ბარძაყის უკანა კუნთი დაიშავა და 63-ე წუთზე მოედანი საკაცით დაატოვებინეს.

რის შემდეგაც ესპანელებმა ანგარიშში უპირატესობა გამანადგურებელი გახადეს - ფერნანდო ტორესმა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ფინალში გაიტანა გოლი. ხუან მატამ მცირე ხანში ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა