ამერიკულ სოლტ ლეიკ სიტიში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშება
ამერიკულ სოლტ ლეიკ სიტიში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშება.

30 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახლოს იყო ალაფზე მესამე ადგილის დაკავებასთან, მაგრამ 12-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ 29:31 წააგო ტონგასთან.

ჩვენი გუნდი B პულში მე-2 ადგილზე გავიდა, 2 მოგებით და 1 მარცხით (იაპონიასთან). ანალოგიური შედეგი ჰქონდათ ზღვისპირეთელებს A პულში (მათ მასპინძლებთან წააგეს). ტონგამ მოგვიგო და ზედიზედ მესამედ აღარ მოგვაპოვებინა ბრინჯაოს მედლები ალაფზე.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ფიზიკურ ბრძოლაზე ჰქონდა აქცენტი. მე-6 წუთზე ტონგელმა ამანაკი ლეაატოამ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ 22-ე წუთზე საბა ნიკოლავამ საჯარიმო დარტყმითვე გაათანაბრა (მანამდე საბამ ერთი საჯარიმო ააცილა).

ამის შემდეგ ჩვენების უპირატესობა გამოიკვეთა და მიძალების შემდეგ, 32-ე წუთზე, გიორგი თეთრაშვილმა ლელო დადო - 10:3. ტაიმის ბოლოს კი საქართველოს ლელომდე ორ მეტრში შეაჩერეს.

მეორე ტაიმი ტონგელთა ლელოთი დაიწყო - 44-ე წუთზე მაიკლ ფელეაფა დაგვიძვრა და ანგარიშიც გათანაბრდა - 10:10. პატარა "ბორჯღალოსნებს" სულ ორი წუთი დასჭირდათ კვლავ დასაწინაურებლად, ლელო მერაბ შარიქაძემ გაიტანა - 17:10. ქართველთა უპირატესობა ყველა კომპონენტში უკვე აშკარა იყო და გიორგი ხიდეშელის ლელოს შემდეგ 54-ე წუთზე ანგარიში 22:10 გახდა.

სამ წუთში 12-ქულიანი უპირატესობა 5-მდე შემცირდა, ტონგელმა ლეაატოამ ლელო გაიტანა, მაგრამ 65-ე წუთზე 12-ქულიანი უპირატესობა აღსდგა - თამაზ მჭედლიძემ იყოჩაღა - 29:17.

ტონგელებმა ბოლო წუთებზე ფანტასტიკურად ითამაშეს და ორი ლელო გაგვიტანეს (ტანიელა ვაკუტა, მანასე ფოლაუ). გადამწყვეტი კი ლეაატოას ზუსტი გარდასახვა გამოდგა - 29:31.

ხელიდან გაშვებული შანსი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U20 საქართველო-იაპონია 33:36 - იაპონია ისევ დაუძლეველი ბარიერია

U20. საქართველო-ზიმბაბვე 43:7 - ერთი ნაბიჯი ფინალამდე

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა