უეფას გადაწყვეტილებით, 2015 წლის ევროპის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს
1. ფეხბურთი. ბათუმში პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ ევრო 2020-ის ერთობლივი მასპინძლობის განაცხადი შეიტანეს.

1-2. მხ. ტანვარჯიში. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა (სალომე ფაჟავა, სოფიო ფარულავა, გაბრიელა ხვედელიძე) მე-3 ადგილი დაიკავა.

5. ფეხბურთი. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად 2:1 დაამარცხა ესტონეთის ნაკრები.

9. წყალბურთი. საქართველოს ჩემპიონი "ლიგამუსი" გახდა, რომელმაც ფინალში "ივერიას" 12:6 მოუგო.

10-11. ძიუდო. რიო დე ჟანეიროს დიდ სლემზე ქართველებმა 4 ოქრო (ბეთქილ შუკვანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირაკლი ცირეკიძე, ადამ ოქრუაშვილი) და 2 ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი) მოიპოვეს.

16. მძლეოსნობა. 110 მეტრზე თარჯრბენში დავით ილარიანმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

16. რაგბი. ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები აშშ-სთან 20:36 დამარცხდა.

17-18. ძიუდო. ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე ქართველებმა ოქროს 5 მედალი მოიპოვეს (ბეთქილ შუკვანი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან ჟორჟოლიანი, ადამ ოქრუაშვილი).

18. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 31:17 დაამარცხა კანადა.

19-20. თავისუფალი ჭიდაობა. ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

22. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 43:7 მოუგო ზიმბაბვეს.

22-24. ძიუდო. ჩერნოგორიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს.

23. რაგბი. ამერიკული ტურნეს მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა კანადასთან 12:31 წააგო.

23-24. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველებმა 3 მედალი დაისაკუთრეს. ლევან არაბული (120 კგ) ვერცხლის მედალს შეწვდა, ბრინჯაო მოიპოვეს რობერტ ქობლიაშვილმა (84) და იაკობ ქაჯაიამ (96).

26. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იაპონიასთან 33:36 წააგო.

26. ჩოგბურთი. ლონდონის ოლიმპიადის საგზურები "უაილდ ქარდებით" ანა ტატიშვილმა და მაკა ჩახნაშვილმა მოიპოვეს.

29. ფეხბურთი. ოფიციალურად გახდა "ზენიტის" ფეხბურთელი ლევან ყენია.

29. წყალბურთი. საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დაიწყო საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი".

30. ფეხბურთი. უეფას გადაწყვეტილებით, 2015 წლის ევროპის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს.

30. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ტონგასთან 29:31 წააგო.

30. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. დორტმუნდის დიდ პრიზზე რევაზ ლაშხი (60 კგ) ჩემპიონი გახდა, ვლადიმერ გეგეშიძემ (84) და სოსო ჯაბიძემ (96) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე