ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფორმულა 1. სინგაპურის გრან-პრის წინ

ფორმულა 1. სინგაპურის გრან-პრის წინ

ციფრები და ფაქტები

- სინგაპურის გრან-პრი მხოლოდ მესამედ ტარდება.

- 2008 წლის 28 სექტემბერს, Marina Bay Street Circuit-ის ავტოდრომზე ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველად ჩატარდა ღამის რბოლა.

- სადებიუტო ეტაპზე პირველობას "რენოს" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მიაღწია.

- ისევე როგორც ყველა ახალი ავტოდრომი, სინგაპურშიც ტრასა ჰერმან ტილკეს დაპროექტებულია.

- ტრასის სიგრძეა 309,316 კილომეტრი. დისტანცია 61 წრედ (თითო - 5073 მეტრი) არის დაყოფილი. მაქსიმარული სიჩქარე საათში 290 კილომეტრს აღწევს (სტარტი/ფინიშის სწორ მონაკვეთზე). ტრასაზე 23 მოსახვევია (14 მარცხენა და 9 მარცვენა).

- სინგაპურის მეორე გრან-პრიზე გამარჯვება "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიპოვა. პირველ რბოლასთან შედარებით, მან და ალონსომ ადგილებს გაცვალეს (პირველი და მესამე).

- ჯერჯერობით სინგაპურში მეორე ადგილს გერმანელი პილოტები იკავებენ. პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ ტიმო გლოკი (2009) და ნიკო როსბერგი (2008).

- ტრასა ახალია, მაგრამ მან ერთხელ უკვე შეიცვალა კონფიგურაცია, რის შემდეგაც წრე 6 მეტრით დაგრძელდა.

- კვალიფიკაციაში ტრასის რეკორდი ჰემილტონს ეკუთვნის (1.47,891). რბოლის დროს ყველაზე სწრაფად წრე ალონსომ გაიარა - 1.48,240 (საშუალო სიჩქარე - 168,725 კმ/სთ).

- სინგაპური მეორე რბოლაა მონაკოს შემდეგ, რომელიც ქალაქის ქუჩებში იმართება. ამასთან, აქ მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მიდის (იგივეა მხოლოდ ბრაზილიაში, საემიროებსა და თურქეთში).

- 2008 წელს პოულის მოპოვების შემდეგ, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ ("ფერარი") მხოლოდ მე-13 პოზიციაზე დაასრულა რბოლა. პიტ-სტოპის დროს მან ადრე დაიწყო მოძრაობა და რამდენიმე მეტრი მოგლეჯილი საწვავის მილით იარა, გზად კი საკუთარი გუნდის რამდენიმე მექანიკოსი წააქცია.

- ერთადერთი პილოტი, ვინც სინგაპურში მხოლოდ პირველი ხაზიდან იღებდა სტარტს, ჰემილტონი გახლავთ.

- ტიმო გლოკს ყველაზე მეტი ქულა სინგაპურში აქვს მოპოვებული - 13. გერმანელისთვის შარშანდელი პოდიუმი (სულ მესამე) ბოლოა კარიერაში.

- როსბერგი კარიერაში ხუთჯერ ასულა პოდიუმზე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, სინგაპურში დაიკავა მესამეზე მაღალი პოზიცია. აღსანიშნავია, რომ შარშან სინგაპურში გერმანელმა პირველად მოიპოვა რბოლაში ლიდერობა (11 წრე).

- 2008 წელს ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ მე-13 წრეზე დაამტვრია საკუთარი ბოლიდი, რითაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რბოლის შემდგომ მსვლელობაში. "რენოში" მისმა პარტნიორმა ალონსომ ავარიამდე ორი წრით ადრე ჩაატარა პიტ-სტოპი და ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. საბოლოოდ ესპანელმა ეტაპი მოიგო! ავარიის შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გავიდა და ამის გამო დანარჩენმა პილოტებმაც ბოქსებს მიაშურეს. შედეგად, ესპანელი მეხუთე ადგილზე გადავიდა. მაგრამ მის წინ მყოფ პილოტებს ან პიტ-სტოპზე უნდა შეეხვიათ, ან 10-წამიანი ჯარიმაზე უნდა წასულიყვნენ.

- კონსტრუქტორთა შორის ყველაზე მეტი ქულა "მაკლარენმა" დააგროვა (18), რაც ორით მეტია "რენოს" მონაგარზე. "ფერარის" პილოტებს სინგაპურში ჯერ ქულა არ აუღიათ.

- 2008 წელს ალონსო სინგაპურში კარიერაში ორმოცდამეათედ ავიდა პოდიუმზე. ახლა მას იგივეს გაკეთება მესამოცედ შეუძლია.

- გერმანელი მიხაელ შუმახერისთვის სინგაპურის გრან-პრი პირველი იქნება კარიერაში და 26-ე ფორმულა 1-ის გეოგრაფიაში. მოქმედი პილოტებიდან უფრო მეტ ავტოდრომზე მხოლოდ რუბენს ბარიკელოს (27) უასპარეზია.

- გერმანელი ადრიან სუტილი ორივეჯერ გამოეთიშა სინგაპურის რბოლას.

- ასეთივე შედეგი აქვს წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერს, ავსტრალიელ მარკ უებერს: 2008 წელს მან რბოლა 29-ე წრეზე დაასრულა, 2009-ში - 45-ე წრეზე.

ბერნის ოლიმპიადაზე უნდა

გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი სინგაპურში გამართულ პრესკონფერენციაზე ისევ დაუბრუნდა "დიდ ცირკში" მედლების დარიგების სისტემას. ბევრისთვის ეს იდეა უცნაური ჩანს, მაგრამ ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯო სავარმა ამაში გარკვეული ლოგიკა აღმოაჩინა.

სავარის ვარაუდით, ექსლტოუნს სურს ფორმულა 1 სპორტის ოლიმპიურ სახეობად აქციოს. პირველად ბერნი მედლების დარიგებაზე 2008 წლის ბოლოს ალაპარაკდა - 10 თვით ადრე, სანამ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლად რიო დე ჟანეიროს აირჩევდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების თანახმად, ახალი სახეობა თამაშების პროგრამაში მანამდე უნდა შეიტანონ, სანამ მისი ჩატარების ადგილი იქნება არჩეული. როგორც ჩანს, ექლსტოუნს მიაჩნია, რომ მსგავსი მანევრი ფორმულა 1-ის მიმართ პუბლიკის ინტერესს გააძლიერებს და მის სტატუსს აამაღლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში იყო შემთხვევა, როცა ავსტრალიის გრან-პრი მელბურნის 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებს "მიაბეს" და ამით ორივე სპორტული ღონისძიება მოგებული დარჩა.

იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე ფიქრობენ, ბევრმა შეიძლება ექლსტოუნის დაინტერესება გამოიწვიოს: დურბანი, რაბატი, დოჰა, დუბაი, ტოკიო, ბუდაპეშტი, სტამბოლი, რომი, მადრიდი, ჩიკაგო...

ჩამოთვლილი ქალაქებიდან ზოგიერთს უკვე აქვს შესაფერისი ავტოდრომი, ზოგიერთი კი ტრასის აშენებას აპირებს. ასე რომ, სავარის აზრით მედლების სისტემაში გარკვეული ლოგიკა მაინც არსებობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს