უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBC-ის ვერსიით ჩემპიონმა განაცხადა, რომ 8 სექტემბერს მოსკოვში, "ოლიმპიისკის" სპორტკომპლექსში გამართავს მორიგ ბრძოლას
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBC-ის ვერსიით ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 8 სექტემბერს მოსკოვში, "ოლიმპიისკის" სპორტკომპლექსში გამართავს მორიგ ბრძოლას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს.

როგორც მოსალოდნელი იყო, 40 წლის კლიჩკოს მეტოქე იქნება სირიული წარმოშობის გერმანელი მოკრივე მანუელ ჩარი, რომელსაც "კიოლნის კოლოსს" უწოდებენ. 27 წლის ჩარის ანგარიშზე 21-დან 21 მოგებაა.

კლიჩკოს სიტყვებით, მოსკოვში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ის მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას. იმავე "ბილდის" ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრებას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრძოლა კლიჩკოსა და ჩარს შორის პირველ ან რვა სექტემბერს კიევში ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართებოდა, მაგრამ უკრაინელი ჩემპიონის გუნდი ვერ მოელაპარაკა სპორტკომპლექსის ხელმძღვანელობას.

როგორც უკვე ვწერდით, ჩართან ბრძოლა, შესაძლოა, ბოლო იყოს ვიტალი კლიჩკოს კარიერაში, რადგან ის საბოლოოდ აპირებს პოლიტიკაში გადასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა