სლოვაკმა ამომავალმა ვარსკვლავმა პეტერ საგანმა თავის სადებიუტო ტურ დე ფრანსზე პირველი ეტაპი მოიგო
სლოვაკმა ამომავალმა ვარსკვლავმა პეტერ საგანმა თავის სადებიუტო ტურ დე ფრანსზე პირველი ეტაპი მოიგო.

ფაბიან კანჩელარა ფინიშზე მეორე მივიდა და შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა.

როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ტურ დე ფრანსის პირველი ეტაპის ფინიშზე მეოთხე კატეგორიის სირთულის მთა გამარჯვების შანსს აძლევდა არა "სუფთა" სპრინტერებს, არამედ ფილიპ ჟილბერის ყაიდის ველომრბოლელებს. როგორც ასეთი ტიპის ეტაპებზე ხდება ხოლმე, პელოტონმა მშვიდად მისცა გაქცევის საშუალება რამდენიმე ველომრბოლელისგან შემდგარ ჯგუფს. საინტერესოა, რომ გაქცეულთაგან არცერთს ჰქონდა მოგებული ეტაპი ტურ დე ფრანსზე.

რამდენიმე წაქცევის შემდეგ, რომლის დროსაც დროზე განცალკევებით რბოლაში მსოფლიოს ჩემპიონი ტონი მარტინიც დაზარალდა, პელოტონმა ტემპი დააგდო და ლიდერთა ჯგუფს სამწუთნახევრით წინ გასვლის საშუალება მისცა, თუმცა მალე დააწესა კონტროლი რბოლაზე, რაც "რადიოშეკის" წევრების დამსახურება იყო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ლიდერის ყვითელი მაისურა სწორედ ამ გუნდის წევრს, ფაბიან კანჩელარას აქვს.

ძირითადმა ჯგუფმა თანდათან წუთნახევრამდე შეამცირა სხვაობა ლიდერებთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაქცეულებს ეტაპის მოგების შანსი არ ჰქონდათ. თუმცა ტემპი ძალიან დაბალი იყო, რის გამოც ეს ეტაპი ყველაზე ნელი აღმოჩნდა ტურში 1982 წლის შემდეგ.

პელოტონმა სიჩქარეს ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე მოუმატა, თანაც იმდენად, რომ ტემპს ვერ გაუძლო სახელოვანმა და სკანდალურმა ალექსანდრ ვინოკუროვმა. ჯორჯ ჰინკეპიმ ლიდერთა ჯგუფთან მიიყვანა ტურის მოქმედი ჩემპიონი კეიდელ ევანსი, თუმცა ამ უკანასკნელმა გამარჯვებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო.

თავიდან სილვენ შავანელმა შეუტია, მაგრამ მისი იერიში კონკურენტებმა წარმატებით მოიგერიეს. მეორე, უფრო წარმატებული შეტევის ავტორი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი კანჩელარა გახდა. შვეიცარიელმა მალე შექმნა კომფორტული უპირატესობა, თუმცა მას კვალში ჩაუდგა პეტერ საგანი.

მალე ეს დუეტი ტრიოდ გადაიქცა - ედვალდ ბოასონ ჰაგენის აქტიურობით. შვეიცარიელს მოუწია აქტიური პელოტონისა და ორი ეროვნული ჩემპიონის შეტევების მოგერიება, რაც ასეთი დონის ოსტატისთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მართალია, მან შეინარჩუნა ყვითელი მაისურა, მაგრამ ეტაპი შესანიშნავი სპურტით საგანმა მოიგო.

I ეტაპი

1. პეტერ საგანი (სლოვაკეთი) - 4.58,19; 2. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - იგივე დრო; 3. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - იგივე დრო; 4. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - იგივე დრო; 5. ბოკ მოლემა (ჰოლანდია) - იგივე დრო; 6. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) - იგივე დრო; 7. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია) - იგივე დრო; 8. დანიელ მარტინი (ირლანდია) - იგივე დრო; 9. რეიდერ ჰესიედალი (კანადა) - იგივე დრო; 10. დრის დევენინსი (ბელგია) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - 5.05,32; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი) - +0,07; 3. სილვენ შავანელი (საფრანგეთი) - +0,07; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ ) - +0,10; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - +0,11; 6. დენის მენშოვი (რუსეთი) - +0,13; 7. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - +0,13; 8. კეიდელ ევანსი (ავსტრალია) - +0,17; 9. ვინჩენცო ნიბალი (იტალია) - +0,18; 10. რეიდერ ჰესიედალი (კანადა) - +0,18...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!