კლიპის ავტორი, რომელიც თბილისის განაცხადს ახლდა, გაზეთ "სარბიელის" ყოფილი რედაქტორი გიორგი დარჯანიაა
30 ივნისს კიევში უეფას აღმასკომის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია ჯერაც "ცხელია" - 2015 წლის 12 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს!

ინტერნეტში უკვე გავრცელდა კლიპი, რომელიც თბილისის განაცხადს ახლდა. ლამაზი და ემოციური კლიპი ევროპელებს საქართველოზე წარმოდგენას შეუქმნის (იხილეთ ვიდეო).

შევიტყვეთ, რომ კლიპის ავტორი ჩვენი კოლეგა, გაზეთ "სარბიელის" ყოფილი რედაქტორი გიორგი დარჯანია გახლავთ, რომელიც ამავე დროს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი და კომპანია "იბერია სტარ პროდაქშენის" დირექტორია.

"ორი თვის წინ რომ მითხრეს, სუპერთასის თბილისში გათამაშება სავსებით რეალური არისო, ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო. მაშინ შევიტყვე, რომ ჩვენი ფედერაცია უეფას აღმასკომზე თბილისის განაცხადის შეტანას აპირებდა.

საამისოდ აუცილებელი იყო არამხოლოდ საფეხბურთო და ქალაქის ინფრასტრუქტურის (სტადიონის, სპორტული ბაზების, აეროპორტების, გზების, სასტუმროებისა და ა.შ.) წარდგენა, არამედ კლიპიც, რომელიც აღმასკომის წევრებს საქართველოს გააცნობდა. ეს იყო საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას იდეა. მას არ სურდა სტანდარტული, კლიშე ვარიანტის გადაღება, სადაც მხოლოდ ქალაქის პანორამები აისახებოდა. ეს თბილისის პრეზენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.

მოკლედ, იდეა სიჭინავამ მოგვაწოდა. უნდა გვეჩვენებინა, რომ თბილისი არის ლამაზი, სტუმართმოყვარე, წესრიგიანი ქალაქი მაღალი კლასის სასტუმროებითა და გადასარევი სამზარეულოთი, სადაც არ არის რასიზმი და ტურისტებს შეუძლიათ გართობა. ანუ, ეს არამხოლოდ სუპერთასის მასპინძელი სტადიონის, არამედ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის პრეზენტაცია იყო.

გადაღება, სცენარი და დეტალები ჩვენი კომპანია "იბერია სტარ პროდაქშენის" მოფიქრებულია, მაგრამ სიჭინავა კლიპის დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა. სუპერთასის მასპინძლობამაც უზომოდ გამახარა და კლიპის ხილვის შემდეგ მიშელ პლატინის რეაქციამაც: ყველამ სტანდარტული ვარიანტი წარმოადგინა, ქართველებს კი ახლებური ხედვა ჰქონდათ, დინამიური კლიპი გამოვიდაო.

მოკლედ, კიევში გამართული აღმასკომის შემდეგ მაცნობეს, რომ უეფას პრეზიდენტს ჩვენი ნამუშევარი ძალიან მოეწონა", - გვითხრა დარჯანიამ.

სუპერთასის კლიპი ჟურნალისტმა გადაიღო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის

ევროპის სუპერთასი და ვარსკვლავთცვენა თბილისში

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა