საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით - 73:53 გაიმარჯვა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით - 73:53 გაიმარჯვა.

გია კაზანჯიანის გუნდი ქალაქ კეჟმაროკის 18-წლამდელთა გუნდს შეხვდა, რომელიც მეზობელი ქალაქის კლუბის რამდენიმე კალათბურთელით იყო გაძლიერებული.

ჩვენი კადეტების მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდური თამაშის დამსახურება იყო. ყველამ, ვინც მოედანზე გავიდა, თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ასაკით უფროსი კალათბურთელების წინააღმდეგ უწევდათ თამაში, ჩვენები მწვრთნელის დავალებას თავს კარგად ართმევდნენ.

ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა კარგი დაცვისა და გუნდური თამაშის წყალობით საქართველომ საბოლოოდ 20 ქულით იმარჯვა. აი, მეოთხედების შედეგებიც: 15:20, 15:18, 12:17, 11:18.

ქართველები დღეს მორიგ მატჩს ჩაატარებენ. მათი მეტოქე სლოვაკეთის 16-წლამდელთა ნაკრები იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

gbf.ge

სლოვაკეთში +20-ით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა