2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა გამოაქვეყნა იმ მორაგბეების სია, ვინც საახალზელანდიოდ მოემზადება და მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას...

2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა გამოაქვეყნა იმ მორაგბეების სია, ვინც საახალზელანდიოდ მოემზადება და მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ჯონსონის მიერ შერჩეულ გუნდს პირობითად ინგლისის ელიტური ნაკრები ჰქვია. მასში 32 მორაგბეა. აქედან ახალ ზელანდიაში სათამაშოდ 30 გაემგზავრება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ელიტურ გუნდში ვერ მოხვდა "პომების" ყოფილი კაპიტანი, მეორეხაზელი სტივენ ბორტვიკი. მან ტრავმის გამო ნაკრების რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, რაც შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ბორტვიკი ამიერიდან ინგლისის A ნაკრებში ითამაშებს და ვინ იცის, იქნებ თავისი პოტენციალი ისევ ისე წარმოაჩინოს, რომ ჯონსონი გადაწყვეტილების შეცვლაზე დაფიქრდეს.

A ნაკრებში დაქვეითდნენ ასევე უგო მუნი, მეთიუ ტაიტი, ლუი დიკონი. ელიტურ გუნდში ვერ მოხვდნენ ფილ დოუსონი, კრის რობშუ, ტომი რისი, დენ სმიტი, ჩარლი ჰოჯსონი და ჯო სიმპსონი. ამათ მარტინ ჯონსონმა ჯორჯ ჩატერი, დენ კოული, პაულ დორენ-ჯოუნზი, ენდრიუ ფური, კრის ეშტონი, დევიდ სტრეტლი, მაიკ თინდოლი, დომინიკ ვოლდოუკი და ბენ იუნგზი ამჯობინა.

ბორტვიკის "დრამა" მარტინ ჯონსონმა შემდეგნაირად ახსნა:

"ეს უძნელესი გადაწყვეტილება იყო იმათ შორის, რაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელის რანგში მიმიღია. ბორტვიკმა ბოლო წლებში ნაკრებისთვის ბევრი სასარგებლო გააკეთა. მაგრამ, ჩვენ გვინდა, თამაშის ის ხარისხი, რაც ივნისის ტესტებისას გვქონდა, კიდევ უფრო ავამაღლოთ. ეს კი, ვფიქრობთ, იმ მორაგბეების მეშვეობით მოხდება, ვინც სამხრეთ ნახევარსფეროში გამართულ ტურნეში გვახლდა"

ინგლისის ნაკრები

შერკინება: დევიდ ეთვუდი, პაულ დორან-ჯოუნზი (გლოსტერი), ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ტომ კროფტი (სამივე-ლესტერი), ნიკ ისტერი (ჰარლიქუინზი), ენდრიუ ფური (ლიდსი), დილან ჰართლი, კორტნი ლავი (ორივე-ნორსჰემპთონი), ჯიმი ჰესკელი, ტომ პელმერი (ორივე-სტად ფრანსე), ლუის მუდი, დევიდ ვილსონი (ორივე-ბასი), ტიმ პაინი, საიმონ შოუ, ჯო ვორსლი (სამივე-ვოსფსი), ენდრიუ შერიდანი (სეილ შარქსი), სტივ ტომსონი (ლიდსი).

უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი (ლონდონ აირიში), კრის ეშტონი , ბენ ფოდენი (ორივე-ნორსჰემპთონი), მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰაპი (ბასი), დენ კარი (ჰარლიქუინზი), მარკ კეიტო (სეილ შარქსი), ტობი ფლუდი, ბენ იუნგზი (ორივე-ლესტერ ტაიგერზი), რიკი ფლუტი, დომინიკ ვალდოკი (ორივე-ვოსფსი), ჯონი ვილკინსონი (ტულონი), მაიკ თინდოლი (გლოსტერი), დევიდ სტრიტლი (სარასენზი)

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის