ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა 5 ივლისს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "აქტობესთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა
უცხოური შეკრებიდან დაბრუნებისა და ორდღიანი შესვენების შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" დამდეგი ევროტურნირისთვის დასკვნით ვარჯიშებს შეუდგა.

3 ივლისს საწვრთნელ ბაზაზე გუნდმა მთლიანი შემადგენლობით საათისა და ოცი წუთის განმავლობაში ივარჯიშა.

5 ივლისს "აქტობესთან" გასამართ მატჩზე "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.

გია გეგუჩაძე:

"რომ გითხრათ, მეტოქე გუნდის შესახებ ინფორმაციას ამომწურავად ვფლობთ-მეთქი, მცდარი იქნება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რისი საშუალებაც გვაქვს და რაც ხელმისაწვდომია, გამოვიყენოთ.

უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ ძალიან რთული თამაში გვექნება. ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მეტოქე არ იქნება ღირსეული მოწინააღმდეგე, რადგან ყაზახური კლუბია.

ერთია, რომ მათ ევროთასებზე ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ისინი ყოველწლიურად გამოდიან უეფას საკლუბო გათამაშებებზე, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდისთვის ფუფუნებაა.

მეორე მომენტი, ალბათ, ის არის, რომ ყაზახეთში მიმდინარეობს ჩემპიონატი და ისინი უკვე სათამაშო რიტმში არიან ჩამჯდარი და ესეც შეიძლება, რომ მათ აქტივში ჩავწეროთ.

"აქტობეს" კიდევ ერთი პლუსი, ეს პირველი გასვლითი თამაშია. ყოველთვის უკეთესია, რომ პირველად სტუმრად მოსინჯო მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია, თუმცა არა - გადამწყვეტი და საგანგაშოც არაფერია. მე კმაყოფილი ვარ, იმით, რომ ჩვენ ტრავმების გარეშე დავბრუნდით შეკრებიდან.

ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ემზადება და გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ წინაშე არსებობს და მით უმეტეს, გულშემატკივრების მიმართ. ჩემი აზრით, შანსები ორივე გუნდისთვის თანაბარია, თუმცა შევეცდებით, შევცვალოთ ის სტატისტიკა, რომელიც არასახარბიელოა ქართული გუნდებისთვის.

რაც შეეხება "ტორპედოს" მზადყოფნას, ის გამოჩნდება უშუალოდ თამაშში, რომელიც კარზეა მომდგარი. ყველა გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის საშინაო შეხვედრა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს მხარდაჭერის.

ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ქართულ გუნდს ევროასპარეზზე. ეს ჩვენი საერთო საქმეა და მათი მიღწევა ჩვენი ქვეყნის რეიტინგზე აისახება.

მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და მთლიანად ადმინისტრაციის განწყობა ძალიან ოპტიმისტურია. იმასაც დავძენ, რომ ჩვენთვის ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ".

დასკვნითი ვარჯიშები ევროტურნირამდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:

ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე

ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ

დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"

rosoneri_95
მიდი გეგუჩ შენი იმედი მაქვს, რომ ტორპედოს კარგ გუნდად ჩამოაყალიბებ. ხუთშაბათს უნდა მოვუგოთ ყაზახებს!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა