ბრიტანეთის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთაც ის აღნიშნული ტურნირისთვის მოამზადებს
ბრიტანეთის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთაც ის აღნიშნული ტურნირისთვის მოამზადებს.

მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ნაკრების მიღმა დევიდ ბექჰემის დატოვებას.

მწვრთნელმა ეს ვეტერანი ინგლისელის ცუდი სათამაშო ფორმით ახსნა. ეს განცხადება მან ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"საფეხბურთო მწვრთნელმა თავის თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ გრძნობებს აჰყვეს. აქამდეც ასე იყო და ასევე ვაპირებ გაგრძელებას.

არცერთ ფეხბურთელს არასოდეს მივცემ გარანტიას, რომ რომელიმე ტურნირზე, გნებავთ, მატჩზე განაცხადში მოხვდება. მათ ეს ყოველ ჯერზე თავიანთი თამაშით უნდა დაამტკიცონ. ვფიქრობ, რომ სათამაშო ფორმის მიხედვით, საუკეთესო ფეხბურთელები შევარჩიე. პირადი დამოკიდებულება კი ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ განზე გადავდე.

ვიცი, რომ დევიდს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ძალიან უნდოდა. მესმის მისი განცდებისაც და სრულიად ლოგიკურია, რომ პირველად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პირადად ვუთხარი.

მე დიდ პატივს ვცემ მას ძველი დამსახურებებისა თუ პიროვნული ღირსებების გამო," - განაცხადა სტიუარტ პირსმა.

ბრიტანეთის ნაკრების 18-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი (ბირმინგემი), ჯეისონ სტილი (მიდლსბრო)

მცველები: რაიან ბერტრანი (ჩელსი), სტივენ კოლკერი, დენი როუზი (ორივე ტოტენჰემი), კრეიგ დოუსონი (ვესტ ბრომვიჩი), მიკა რიჩარდსი (მანჩესტერ სიტი), ნილ ტეილორი (სუონსი), ჯეიმს ტომკინსი (ვესტ ჰემი)

ნახევარმცველები: ჯო ალენი (სუონსი), ტომ კლევერლი, რაიან გიგზი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეკ კორკი (საუთჰემპტონი), აარონ რემსი (არსენალი), სკოტ სინკლერი (სუონსი)

თავდამსხმელები: კრეიგ ბელამი (ლივერპული), მარვინ სოლდერი (ბოლტონი), დენიელ სტარიჯი (ჩელსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

England1
ბენ ამოსიც რატო არ გამოიძახა @
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა