პისარო კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს, "ვერდერმა" კი იმავე "ბაიერნისგან" მისი შემცვლელი ინათხოვრა
33 წლის თავდამსხმელი კლაუდიო პისარო საცხოვრებლად მიუნხენში ჯერ არ გადასულა - მისი თეთრი "ბენტლი" ჯერ კიდევ ბრემენში, პერუელი გოლეადორის სახლის წინ აყენია.

თუმცა ტრანსფერი ორი თვის წინ გადაწყდა და ცნობილია, რომ პისარო კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს, "ვერდერმა" კი იმავე "ბაიერნისგან" მისი შემცვლელი ინათხოვრა.

3 ივლისს რეკორდმაისტერის სათადარიგო თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა ბრემენულ კლუბთან ერთწლიანი საარენდო ხელშეკრულება გააფორმა, რისთვისაც "ვერდერი" "ბაიერნს" ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის.

ფაქტია, რომ პისარო "მუსიკოსებში" სწორედ პეტერსენმა უნდა შეცვალოს და გუშინ გაირკვა ისიც, რომ ნილსი "ვერდერში" სწორედ კლაუდიოს 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ახლა საინტერესო ისაა, შეეწევა თუ არა პეტერსენი "ვერდერს" გოლებით ისე, როგორც ამას პისარო წლების განმავლობაში ახერხებდა - პერუელს ბრემენელთა სასარგებლოდ 220 მატჩში ხომ 127 გოლი აქვს გატანილი.

"მინდა, რომ სეზონის ყველა შეხვედრაში ვიასპარეზო და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი თომას შააფი მომენდობა. ძალიან მინდა, რომ "ვერდერში" ბევრი გოლი გავიტანო, - უთხრა ბრემენში ჩასულმა პეტერსენმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს და იქვე დასძინა, - პისარო ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ მასთან შედარება არ მსიამოვნებს.

რაც შეეხება ნომერს: 24 შემთხვევით ავიღე! დავინახე, რომ თავისუფალი იყო და ავიღე! ნამდვილად არ გამხსენებია, რომ ამ ნომრით პისარო თამაშობდა".

აღსანიშნავია, რომ "ვერდერს" პეტერსენის შესყიდვის უპირატესი უფლების მიღება სურდა, მაგრამ "ბაიერნმა" ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტის ჩადება იუარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა