საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ლევან კუტალია საბერძნეთშია და `სუპერ ლიგის "ატრომიტოსში" ისინჯება...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ლევან კუტალია საბერძნეთშია და `სუპერ ლიგის "ატრომიტოსში" ისინჯება.

"ჯერ-ჯერობით კარგად ვარ და ვავრჯიშობ, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებაზე დღემდე არაფერი უთქვამთ. მთავარმა მწვრთნელმა გიორგიოს დონისმა კი შემაქო, მაგრამ ჩემი უვარჯიშებლობაც არ გამოპარვია და ამაზე მიმითითა. დღემდე არ ვიცი, დავრჩები თუ არა კლუბში. დღეს მითხრა, გასული სეზონის ევროლიგაზეზე "სლავია"-"ოლბორგის" ორივე შეხვედრის ჩანაწერებს გაეცნობა, რომლებიც საკმაოდ კარგად ჩავატარე და ამის შემდეგ გადაწყდება, კონტრაქტს გამიფორმებენ თუ არა.

მწვრთნელის შენიშნვა მართალია, უკვე ხუთი თვეა უვარჯიშებელი ვარ, რადგან ბოსნიიდან აპრილის დასაწყისში წამოვედი. ინდივიდუალურად კი ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს ფორმის შესანარჩუნებლად არასაკმარისია. ერთ-ერთ ქართულ კლუბს ვთხოვე, ვივარჯიშებ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. იმედია, ~ატრომიტოში" დამტოვებენ და ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ ვარ", - ამბობს კუტალია.

მართალია, 21 წლის ფეხბურთელი საბერძნეთში ვარჯიშობს, მაგრამ სარაევოს "სლავიადან" გათავისუფლების ფურცელი დღემდე არ მიუღია: "ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფაში ვიჩივლე და გუშინ საგანგებო კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, რომელმაც კონტრაქტის გაწყვეტა უნდა გამოაცხადოს. სამწუხაროდ, სარევოდან წამოსვლსი შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა საკითხის განხილვა ძალიან გაიწელა. ჩემი მენეჯერი ფიფას საქმის დაჩქარებას სთხოვდა, მაგრამ საკითხს მაინც ნელა არკვევენ".

ლევანი ამბობს, რომ გაზაფხულზე, ბოსნიიდან წამოსულს, საქართველოში იწვევდნენ: "ჩხუბის შემდეგ, ზუგდიდის "ბაიადან" დამიკავშირდნენ, საინტერესო შემოთავაზება იყო, მაგრამ ევროპაში დარჩენის იმედი მქონდა და უარი ვთქვი, საქართველოში დაბრუნება აღარ მინდა".

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს ლევანი სარაევოს "სლავიას" ვარჯიშზე თანაგუნდელებმა, ვლასტიმირ იოვანოვიჩმა და მეკარეების მწვრთნელმა ალექსანდრ ბოჟოვიჩმა ისე სცემეს, ქართველი ლეგიონერი მხოლოდ სავადმყოფოში მოვიდა გონს. ლევანმა პოლიციაში იჩივლა და "სლავიას" მეპატრონეებს გათავისუფლების ფურცელი მოთხოვა.

ლევანმა გუნდის ისტორიაში ევროტურნირებზე პირველი გოლი გაიტანა, "სლავიას" სპორტული დირექტორი ჟელკო რადონიას კი აღიარებდა, რომ კუტალია "სლავიას" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

სხვათა შორის, კუტალია ზაფხულის დასაწყიში საბერძნეთის მეორე ლიგის "ტრიკალაში" გადასვლას იმედოვნებდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვიდა.

სამი ტურის შემდეგ, "ატრომიტოსი" 16-გუნდიან "სუპერლიგაში" 15 პოზიციაზეა და მხოლოდ ერთი ქული აქვს მოპოვებული. არადა, გასულის სეზონი 7-ე ადგილზე დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა