ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" ორი ტრეიდის მეშვეობით მნიშვნელოვნად გადაახალისა შემადგენლობა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" ორი ტრეიდის მეშვეობით მნიშვნელოვნად გადაახალისა შემადგენლობა.

პირველი გაცვლა "იუტასთან" შედგა. "ატლანტას" ხელმძღვანელობამ "ჯაზენების" რიგებში გაუშვა ფორვარდი მერვინ უილიამსი (შარშანდელ სეზონში - 10.2 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.3 პასი), სანაცვლოდ კი მცველი დევინ ჰარისი (11.4 ქულა, 1.8 მოხსნა, 5.0 პასი) მიიღო.

გარდა ამისა, "ატლანტა" თავის ერთ-ერთ ლიდერს, მცველ ჯო ჯონსონს (18.8 ქულა, 3.7 მოხსნა, 3.9 პასი) შეელია. ეს კალათბურთელი მან "ბრუკლინ ნეტსს" დაუთმო. სანაცვლოდ კი ხუთი მოთამაშე და 2013 წლის დრაფტზე არჩევანის უფლება მიიღო. "ატლანტაში" გადასული მოთამაშეები არიან: ჯორდან ფარმარი, ენტონი მოროუ, ჯორდან უილიამსი, იოჰან პეტრო და დეშონ სტივენსონი.

"ოკლაჰომა სიტის" მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა თავის კლუბთან მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, - წერს ESPN-ის ვებგვერდი.

გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე წლიური ოთხმილიონიანი ხელფასით. აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებების დროს 46 წლის სპეციალისტმა რამდენჯერმე უარყო კლუბის ხელმძღვანელობის წინადადება, რადგან უფრო სარფიანი კონტრაქტის მიღება სურდა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში "ოკლაჰომამ" ფინალში გააღწია და იქ "მაიამისთან" დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა