IFFHS-ის საკლუბო რეიტინგში ყველაზე დიდი რეგრესი რუსთავის "მეტალურგმა" განიცადა, რომელიც 167-ედან 234-ე ადგილამდე დაეშვა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ მორიგ საკლუბო რეიტინგში კვლავ სამი ქართული კლუბი მოხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კლასიფიკაციაში სამივე მათგანი დაქვეითდა - თბილისის "დინამო" 124-ედან 145-ე პოზიციაზე დაეშვა, "ზესტაფონი", რომელიც წინა თვეში 152-ე იყო, დღეს 157-ეა, ხოლო რუსთავის "მეტალურგმა" ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა და 167-ედან 234-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

სავარაუდოდ, ევროტურნირების დაწყების შემდეგ აღნიშნულ რეიტინგში გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედოც" გამოჩნდებიან.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, საუკეთესო ხუთეულში პოზიციები უცვლელია. აღსანიშნავია არგენტინული "ბოკა ხუნიორსის" პროგრესი, რომელიც მე-10-ედან მე-6 საფეხურზე აღზევდა. ხაზგასასმელია "უნივერსიდად დე ჩილეს" მეორე ადგილზე ყოფნაც.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა (ესპანეთი)

2. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)

3. რეალი (ესპანეთი)

4. ატლეტიკო (ესპანეთი)

5. ბაიერნი (გერმანია)

6. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)

7. ჩელსი (ინგლისი)

8. ლიბერტადი (პარაგვაი)

9. ველეს სარსფილდი (არგენტინა)

10. ბილბაო (ესპანეთი)

სამივე დაქვეითდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა