სახელოვანი მსოფლიო ველომოგზაური ამჯერად თავის მეხუთე დიდ ველოტურს ევროპის ქვეყნების გავლით ატარებს
როგორც ცნობილია, სახელოვანი მსოფლიო ველომოგზაური, 73 წლის ჯუმბერ ლეჟავა ამჯერად თავის მეხუთე დიდ ველოტურს ევროპის ქვეყნების გავლით ატარებს და ლონდონის ზაფხულის საიუბილეო 30-ე თამაშებს უძღვნის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისიდან მოგზაური 13 ივნისს გავიდა, 17 ივნისს კი საზეიმო ვითარებაში ბათუმიდან გააცილეს. დღეს გერმანიაშია, საიდანაც, შეთანხმებისამებრ, ხმა მოგვაწვდინა. გთავაზობთ მის ნაამბობს უკვე განვლილი მარშრუტის შესახებ.

"18 ივნისს ოდესაში ვიყავი. გავიარე უკრაინის რამდენიმე ქალაქი, გადავედი მოლდოვაში, საიდანაც კვლავ დავბრუნდი უკრაინაში და გავემგზავრე რუმინეთში.

აუტანელ სიცხეში მიწევდა გადაადგილება. შემდეგ იყო უნგრეთი. იქიდან კი 30 ივნისს - სლოვაკეთი. ერთი ღამე გავათენე ავსტრიაში და ახლა ვარ გერმანიაში, სადაც გეგმის შესაბამისად, ამ ქვეყნის ოთხი მსხვილი ქალაქი უნდა გავიარო.

6 ივლისს ჰოლანდიაში ვიქნები და იქ სამი დღე დავრჩები. 10 ივლისს კი ბელგიაში მელოდებიან. 13 ივლისს დაგეგმილი მაქვს ჩასვლა საფრანგეთში, 14 ივლისს კი ბასტილიის აღების დღესასწაულში მივიღებ მონაწილეობას. ლონდონში ოლიმპიადის გახსნის წინა დღეს, 26 ივლისს ჩავალ.

მინდა გითხრათ, რომ სადაც კი გამოვჩნდები, ყველგან საინტერესო შეხვედრები მაქვს. ყველას ველაპარაკები ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, დღევანდელობასა და ოლიმპიურ მიღწევებზე. ყურადღებას არ მაკლებს პრესა, რადიო და ტელევიზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა