ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო!
ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო! პოლონეთმა და უკრაინამ კიდევ ერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას, ესტონეთს გადაულოცა ესტაფეტა, ოღონდ ბალტიაში მომავლის ვარსკვლავები გამოიჭედებიან - ესტონეთში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 19-წლამდელთა შორის. რვა საუკეთესო ნაკრები A და B ჯგუფებშია გადანაწილებული.

სამწუხაროდ, 17-წლამდელთა დარად, ვერ გაიბრწყინეს ჩვენმა 19-წლამდელებმა (მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე), რომლებიც ელიტ-რაუნდიდან დაემშვიდობნენ ტურნირს.

მაშ ასე, A ჯგუფში არიან მოქმედი ჩემპიონები: ესპანელები, მასპინძლები, პორტუგალიელები და ბერძნები. B ჯგუფში თავი ინგლისმა, საფრანგეთმა, სერბეთმა და ხორვატიამ მოიყარეს.

ესპანეთის ნაკრებს ბასკი სპეციალისტი ხულიენ ლოპეტეგი წვრთნის. მისმა გუნდმა გამარჯვებით დაიწყო ტურნირი, როცა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა - 2:1. ეს არ იყო იოლი საქმე, კოსტას ცანასის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი გოლიც არ გაუშვია.

ესპანელებმა კი ეს ორჯერ მოახერხეს პირველივე ტაიმში. ორივე გოლი "რეალის" ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენლებმა გაიტანეს, ხესე როდრიგესმა და დერიკ ოსედემ. ბერძნებმა მეორე ტაიმში დიმიტრის დიამანტაკოსის გოლით უპასუხეს, თუმცა ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კოსტას ცანასი (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი): "პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეორეში კი ესპანელებს ვაჯობეთ, ისინი მარწუხებში მოვაქციეთ, ვუტიეთ და კინაღამ გავათანაბრეთ კიდევაც".

ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ მოვიპოვეთ სამი მნიშვნელოვანი ქულა. ამას დავუმატოთ, რომ მეტოქე, უბრალოდ, ფანტასტიკური იყო. ამიტომაც მე ძალიან ბედნიერი ვარ".

ტალინში მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს პორტუგალიელებს. ედგარ ბორჟესის გუნდმა 3:0 იმარჯვა. სხვათა შორის, ამ ასაკში პორტუგალიის ნაკრებს არასოდეს მოუგია ევროპის ჩემპიონატი. ახლა კი ლუზიტანებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელთაც საკვალიფიკაციო მატჩებში 29 გოლი გაიტანეს.

ესტონელებმა უიღბლოდ დაიწყეს. მე-5 წუთზე არტურ პიკიმ თავით საკუთარი კარი დალაშქრა. შემდეგ ბეტინიომ გამოიჩინა თავი. მესამე გოლი კი საჯარიმო დარტყმით დანიელ მარტინშმა გაიტანა.

ედგარ ბორჟესი (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): "3:0-ის შემდეგ რაღა უნდა ვთქვა? რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, თუმცა თამაშის ხარისხით მაინცდამაინც არ ვარ კმაყოფილი".

არნო პიიპერსი (ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი): "მეტოქემ ყველაფერში დაგვჯაბნა. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ".

მეორე ჯგუფში ხორვატებმა და ინგლისელებმა ფრე ითამაშეს - 1:1, დომაგოი პავლიჩიჩმა და ნათანიელ ჩელებოამ "გაცვალეს" გოლები. დარჩენილ დროში კი კარგად ითამაშეს გოლკიპერებმა სემ ჯონსტონმა და სიმონ სლუგამ.

ნოელ ბლეიკი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ვაგებდით და ქულა გადავარჩინეთ. ასე რომ, კმაყოფილი უნდა ვიყო. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ მეორეში, ჩემი აზრით, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა ფეხბურთს - ინგლისის ნაკრები".

დინკო იელიჩიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მომენტები რომ გამოგვეყენებინა, ინგლისს დავამარცხებდით".

სამაგიეროდ, ჯგუფის მეორე ფავორიტს არ გასჭირვებია, ფრანგებმა ერთი ამოსუნთქვით დაამარცხეს სერბები - 3:0. პიერ მანკოვსკის გუნდმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორეშე კი სერბი ალექსანდარ მიტროვიჩი გააძევეს.

რიშარ-ქვენტინ სამნიკმა თავურით გაიტანა, პოლ პოგბამ პენალტი გამოიყენა, სერბების განადგურება კი ტიბო ვიონმა დაასრულა. მე-2 ტურის თამაშები 6 ივლისს გაიმართება.

პიერ მანკოვსკი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან კარგი სტარტია ჩვენთვის. პირველი თამაში ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანია".

ზორან მარიჩი (სერბეთის ნაკრების მწვრთნელი): "ერთადერთი პოზიტიური, რაც ამ თამაშიდან მიგვყვება, ისაა, რომ ჩვენ უკვე კარგად ვიცით, როგორ არ უნდა ვითამაშოთ. ძალიან გთხოვთ, სერბეთის ნაკრებს ნაადრევად ნუ ჩამოწერთ".

ვის მივაქციოთ ყურადღება?

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე რვა გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი მომავალში დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

ესპანეთის ნაკრებიდან ყურადღება მისაქცევია კაპიტან ხუანმი ხიმენესზე. 19 წლის შემტევი უკვე ხვდება "მალაგას" ძირითად შემადგენლობაში. ესპანელთა 10-იანი ხესე როდრიგესი უკვე ვახსენეთ. ასევე - "ბარსას" ფორვარდი ჟერარდ დეულოფეო.

პორტუგალიიდან "სპორტინგის" ფორვარდ ალბერტო კოელიოს, იგივე ბეტინიოს გამოვყოფთ. ძალიან იმედისმომცემია ბერძენი პლეიმეიქერი გიორგოს კატიდისი.

ინგლისის ნაკრებში თამაშობს კარგი ნახევარმცველი "ტოტენჰემიდან" ჰარი კეინი. არც არსენალელი ბენიკ აფობეა ურიგო ფორვარდი. ფრანგთაგან, რა თქმა უნდა, კაპიტან პოლ პოგბას გამოვყოფთ, რომელიც ახლახან "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "იუვენტუსში" გადავიდა.

II ტური

A ჯგუფი

ესტონეთი-საბერძნეთი

პორტუგალია-ესპანეთი

B ჯგუფი

საფრანგეთი-ხორვატია

სერბეთი-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო