როგორც იქნა, გაირკვა თავისუფალი აგენტების ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის სამომავლო კარიერა
როგორც იქნა, გაირკვა თავისუფალი აგენტების ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის სამომავლო კარიერა - დერონ უილიამსი თავის ამჟამინდელ კლუბში, "ბრუკლინ ნეტსში" დარჩება.

27 წლის ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა "ნეტსთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ დროის განმავლობაში 98 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. უილიამსმა უარი თქვა "დალას მავერიქსში" გადასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბი მის მშობლიურ შტატს, ტექსასს წარმოადგენს. არადა, "მავერიქსი" დერონს მაქსიმალურ კონტრაქტს სთავაზობდა - ოთხი წელი და 75 მილიონი დოლარი.

2011-12 წლების სეზონი დერონ უილიამსმა "ბრუკლინში" (შარშან ამ გუნდს "ნიუ ჯერსი ნეტსი" ერქვა) გაატარა და 55 მატჩში საშუალოდ 21 ქულა, 8.7 პასი და 3.3 მოხსნა დააგროვა.

გარდა ამისა, გუშინ გაირკვა, რომ "ბრუკლინმა" შეთანხმებას მიაღწია ესპანეთის "კახა ლაბორალის" ბოსნიელ ფორვარდთან, მირზა ტელეტოვიჩთან. 26 წლის კალათბურთელი "ნეტსთან" სამწლიან და 16-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტელეტოვიჩის სტატისტიკა ევროლიგის მატჩებში 21.7 ქულასა და 6.0 მოხსნას უდრიდა. ადრე ის მოელაპარაკა "კახა ლაბორალს" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაზე. ეს მას 2 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამერიკული პრესა იმასაც წერს, რომ "ბრუკლინი" და "ორლანდო" დუაიტ ჰოვარდის "ნეტსში" ტრეიდის ვარიანტებს განიხილავენ.

"ბრუკლინი" ლიგის საუკეთესო ცენტრის სანაცვლოდ "ორლანდოს" სთავაზობს სამ მოთამაშეს: ცენტრ ბრუკ ლოპესს, ფორვარდ კრის ჰემფრიზსა და მცველ მარშონ ბრუქსს, აგრეთვე, 2013, 2015 და 2017 წლების დრაფტებზე პირველ რაუნდებში არჩევის უფლებას.

"ბრუკლინის" გარდა, "ორლანდოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ "ლეიკერსი", "ატლანტა" და "ჰიუსტონი".

თუ "ბრუკლინმა" შეძლო ჰოვარდის გადაბირება, "ნეტსი" ახალი სეზონისთვის სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ამ გუნდმა "ატლანტადან" გადაიბირა ჯო ჯონსონი, გაიფორმა დერონ უილიამსი და თუ ამ დუეტს დუაიტ ჰოვარდიც დაემატა, ეს მართლაც ახალი "დიდი ტრიო" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა