ბრიტანელი სპრინტერი დუეინ ჩემბერსი, რომელმაც 2003 წელს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის, ლონდონის ოლიმპიადაზე გამოვა
ბრიტანელი სპრინტერი დუეინ ჩემბერსი, რომელმაც 2003 წელს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის და მოგვიანებით წიგნი დაწერა აკრძალული პრეპარატების მიღებაზე, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოვა.

ადრე მოქმედებდა ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის კანონი, რომლის მიხედვითაც, დოპინგში ერთხელ მხილებულ სპორტსმენს არ შეეძლო ბრიტანეთის სახელით ოლიმპიადაზე გამოსვლა, მაგრამ ეს წესი სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა.

34 წლის ჩემბერსმა ივნისში მოიგო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი. მან 100 მეტრი 10.25 წამში გაირბინა, რაც 0.07 წამით უარესი იყო ოლიმპიურ ნორმატივზე. თუმცა ერთი წლის განმავლობაში ჩემბერსმა არაერთხელ აჩვენა საჭირო შედეგი და სპრინტერების შერჩევისას ნაკრების ხელმძღვანელობამ ეს მომენტი გაითვალისწინა.

ლონდონის ოლიმპიადაზე, რომელიც 27 ივლისს დაიწყება, ჩემბერსი 100 მეტრზე სპრინტსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში გამოვა.

ბრიტანელმა სპრინტერმა 1999 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, სპრინტერულ ესტაფეტაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2000 წლის ოლიმპიადაზე ჩემბერსმა მოკლე სპრინტში მეოთხე ადგილი დაიკავა.

2003 წელს დუეინ ჩემბერსმა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო სტეროიდ ტეტრაჰიდროგესტრინონის გამოყენებისთვის. 2009 წელს გამოვიდა სპრინტერის წიგნი - "გარბენი ჩემს წინააღმდეგ: ჩემი ისტორია", რომელშიც სპორტსმენმა აღიარა, რომ დაახლოებით სამასჯერ გამოიყენა დოპინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა