ლონდონის "არსენალის" კაპიტანმა ის მიზეზი გააცხადა, რამაც კლუბის დატოვება გადააწყვეტინა
ლონდონის "არსენალის" კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ ღიად განაცხადა, რომ "მეთოფეებთან" ახალი შეთანხმების დადებას არ აპირებს.

"როგორც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული, სეზონის დასრულების შემდეგ შევხვდი გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და აღმასრულებელ დირექტორ ივან გასიდისს. ჩვენ განვიხილეთ კლუბის განვითარების სტრატეგია და პოლიტიკა.

ფინანსურ პირობებსა და კონტრაქტზე არცკი გვილაპარაკია, რადგან ეს ჩემთვის პრიორიტეტი არაა.

ვენგერის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების პატივისცემის გამო, არ დავწვრილმანდები, მაგრამ ვიტყვი, რომ "არსენალის" სამომავლო განვითარებაზე საუბრისას განსხვავებული შეხედულებები აღმოგვაჩნდა.

დიდხანს ვიფიქრე კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება-არგაგრძელებაზე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ "არსენალთან" ახალი შეთანხმება აღარ გავაფორმო", - თქვა პოლანდიელმა, რომლის მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება.

ვან პერსი "არსენალში" 2004 წელს გადავიდა. ლონდონში გატარებული რვა სეზონის განმავლობაში მან 279 მატჩში 132 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში გატანილი 30 გოლით კი ჰოლანდიელი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ის ინგლისის რჩეულ ფეხბურთელადაც აღიარეს.

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერი: ანდრეი არშავინი უკვე წასულია დიდი ფეხბურთიდან

ლონდონის "არსენალი ": დენილსონი ბრუნდება

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა