ბრემენელებმა გულშემატკივრებს პირველ ვარჯიშზე ოთხი ახალწვეული წარუდგინეს
დორტმუნდის "ბორუსიას", "ბაიერნის", "შტუტგარტისა" და "ჰამბურგის" შემდეგ ახალი სეზონისთვის მზადებას 5 ივლისს კიდევ ერთი ამბიციური გერმანული კლუბი, "ვერდერიც" შეუდგა.

ბრემენელებმა გულშემატკივრებს პირველ ვარჯიშზე ოთხი ახალწვეული წარუდგინეს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ორი ფეხბურთელი კი ჯერ კიდევ არ არის თომას შააფის განკარგულებაში.

გახსნით ვარჯიშზე "ვერდერის" ფორმები პირველად მოირგეს "ბაიერნიდან" არენდით აყვანილმა თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა, დიუსელდორფის "ფორტუნასგან" ნაყიდმა მცველმა ასანი ლუკიმიამ და ახალმა მეკარეებმა, რაფაელ ვოლფმა (კაპფენბერგიდან) და რიხარდ შტრებინგერმა (ჰერტა II-დან).

შეგახსენებთ, რომ "მუსიკოსებმა" მომავალი სეზონისთვის ლიბერეცის "სლოვანიდან" ჩეხეთის ნაკრების მარჯვენა მცველი თეოდორ გებრე სელასიეც გადაიბირეს, მაგრამ ეს უკანასკნელი ევრო 2012-ის გამო ჯერ კიდევ შვებულებაშია.

პირველ ვარჯიშს იგივე მიზეზით დააკლდა ბერძენი უკანახაზელი სოკრატის პაპასტატოპულოსიც. ისინი გუნდს 13 ივლისს შეუერთდებიან.

ნალდო: არსადაც არ მივდივარ!

ამასობაში "ვერდერის" ბრაზილიელმა მცველმა ნალდომ უარყო მოარული ხმები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრემენიდან წასვლას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებდეს. "ვერდერიდან" წასვლას არ ვაპირებ, ბრაზილიაში დაბრუნება კი ამ ეტაპზე საერთოდ გამორიცხულია. მომავალ სეზონსაც აუცილებლად ბრემენში გავატარებ," - უთხრა 29 წლის ცენტრალურმა მცველმა "ბილდს".

ამავდროულად, "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა დაადასტურა, რომ "ვერდერი" "იუვენტუსის" ჰოლანდიელი გარემარბის, ელჯერო ელიას გადაბირებას ცდილობს. მოლაპარაკებები დიდი ხნის დაწყებულია და ალოფსი 25 წლის ფეხბურთელს ყველაფერზე შეუთანხმდა, "იუვესთან" მოლაპარაკებები კი გრძელდება.

ტურინელებს ელიას გაყიდვა და მის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს აღება სურთ, "ვერდერი" კი მხოლოდ ერთწლიანი არენდითაა დაინტერესებული. გუშინ ჰოლანდიელი ბრემენში ჩავიდა, ტრანსფერი გადაწყვეტილი არ იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა