"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ნაპოლის" მესვეურები "უდინეზეს" მარცხენა მცველით არიან დაინტერესებულნი
როგორც ჩანს, "ნაპოლის" მესვეურები ესეკიელ ლავეცის შემცვლელის მოძებნას არ აპირებენ და იმედებს მთლიანად 21 წლის ფორვარდ ლორენცო ინსინიეზე ამყარებენ.

ეს უკანასკნელი გასულ სეზონში "პესკარას" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო. ინსინიემ "დელფინების" შემადგენლობაში 37 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ამასთან, არაერთი საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

და მაინც, რამდენად კარგად შეცვლის ახალგაზრდა, გამოუცდელი თავდამსხმელი ლავეცის? - ეს კითხვა ღიად რჩება და ბუნებრივია, ამ თემაზე ნეაპოლელებსაც უწევთ კომენტარების გაკეთება - მოვუსმინოთ "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის:

"ესეკიელმა დაგვტოვა. ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ლავეცი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ და ამაში მალე დარწმუნდებით. რაც შეეხება ინსინიეს, "პესკარაში" შესანიშნავად წარმოჩინდა და მისი დაბრუნება განვიზრახეთ.

როდესაც გავიგე, რომ ამ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს "ნაპოლი" ფლობდა, ძალიან გამიხარდა, რადგან მისი თამაში პირველივე ნახვისას მომეწონა. იყო საუბრები, რომ ლორენცო "სამპდორიაში" უნდა გაგვენათხოვრებინა, მაგრამ ეს გამორიცხულია - ჩვენთან რჩება და დარწმუნებული ვარ, გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს".

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ნაპოლის" მესვეურები "უდინეზეს" მარცხენა მცველით, პაბლო არმეროთი არიან დაინტერესებულნი და მის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებენ - ეს ინფორმაცია უდინური კლუბის პრეზიდენტმა ჯამპაოლო პოცომ დაადასტურა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"დიახ, არმეროს გადაბირება ნეაპოლელებს მართლაც უნდათ და საკმაოდ სარფიან წინადადებასაც გვთავაზობენ. ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ პაბლო ჯერჯერობით "უდინეზეს" ფეხბურთელია და მისი გასხვისების დიდი სურვილი არ გვაქვს.

ბევრი რამ თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რადგან თუ წასვლა ურჩევნია, ძალით გაკავებას ნამდვილად არ ვაპირებთ. პაბლოს უახლოეს დღეებში შევხვდები, დაველაპარაკები ამ თემაზე და მის პოზიციას გავიგებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა