მსოფლიოში ფიტნესის ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა მწვრთნელმა ფორმულა 1-ის მრბოლელებისა და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლების, კერძოდ, ჩოგბურთელების ფიზიკური ფორმა შეადარა

მსოფლიოში ფიტნესის ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა მწვრთნელმა ნიკ ჰარისმა ფორმულა 1-ის მრბოლელებისა და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლების, კერძოდ, ჩოგბურთელების ფიზიკური ფორმა შეადარა.

ჰარისი, რომელიც ამჟამად უიმბლდონზე მოთამაშე ორ წამყვან ჩოგბურთელთან თანამშრომლობს, ამტკიცებს, რომ ჩოგბურთში დატვირთვები უფრო მეტია, თუნდაც იმიტომ, რომ იქ მოთამაშეებმა არ იციან, რამდენი ხანი გაგრძელდება მატჩი.

მაშ ასე, ვინ უფრო უკეთ არის მომზადებული ფიზიკურად - ფორმულა 1-ის პილოტი თუ ჩოგბურთელი?

ნიკ ჰარისი: "ძალიან რთული საკითხია. თუ მხოლოდ დაძაბულობაზე ვილაპარაკებთ, რომელშიც პილოტები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებიან, მაშინ გამოდის, რომ ფორმულა 1-ში დატვირთვები უფრო მაღალია.

თქვენ ზიხართ მანქანაში, ტემპერატურა 50 გრადუსია, გაცვიათ კომბინეზონი და გახურავთ ჩაფხუტი.

მრავალგზის გადატვირთვის პირობებში გიწევთ გადაწყვეტილებების მიღება.

ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია და პილოტის ორგანიზმი დაუჯერებელ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესს იღებს. ასეთი რამ სპორტის არცერთ სხვა სახეობაში არ ხდება.

მაგრამ ჩოგბურთი, განსაკუთრებით მამაკაცების, მსოფლიოში ყველაზე რთულ სახეობად უნდა მივიჩნიოთ. მოდით, გავიხსენოთ ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ნახევარფინალში მას ხუთი საათი დასჭირდა ენდი მიურეის დასამარცხებლად, უკვე ორი დღის შემდეგ კი ექვსსაათიან ფინალურ მატჩში მოუგო რაფაელ ნადალს.

ეს არის 11 საათი ორ დღეში, როცა თამაში წყვეტილი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროს ენერგიის სწორად დახარჯვა ძალიან რთულია.

ამიტომაც ვამბობ, რომ ჩოგბურთელები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
ესეიგი პილოტი თუ ასეთ დატვირთვებს უძლებს 2 საათის განმავლობაში ჩოგბურთის თამაშსს ვერ გაუძლებს :)
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა