"ფინიქს სანზმა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის ტრანსფერზე მოილაპარაკეს
"ფინიქს სანზმა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის, სტივ ნეშის ტრანსფერზე მოილაპარაკეს - კანადელი ვეტერანი კალიფორნიულ გრანდში გააგრძელებს კარიერას.

გარიგების თანახმად, "ფინიქსი" ნეშის სანაცვლოდ დრაფტზე ოთხ არჩევანს მიიღებს: პირველ რაუნდში 2013 და 2015 წლებში და მეორე რაუნდში 2013 და 2014 წლებში. "ლეიკერსში" სამი წელი გამოსვლის სანაცვლოდ, 38 წლის ნეში 27 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

სტივზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ "ნიუ იორკი", "ტორონტო" და "დალასი". კანადური კლუბი მცველს 9 მილიონით მეტს სთავაზობდა, ვიდრე "ლეიკერსი", მაგრამ ნეშმა სწორედ ლოს ანჯელესზე შეაჩერა არჩევანი. გადამწყვეტი აღმოჩნდა ორი ფაქტორი: საჩემპიონო ამბიციების გუნდში გადასვლა და უფრო მეტი დროის გატარება ოჯახთან.

ნეშის გადაბირების წინადადებით არაერთხელ გამოვიდა "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. ასე რომ, კანადელი კალათბურთელის კარიერის ამგვარ განვითარებაზე, სავარაუდოდ, ამ ფაქტორმაც ითამაშა გარკვეული როლი.

ნეში NBA-ში კარიერას "ფინიქსის" შემადგენლობაში იწყებდა. 1996-98 წლებში ამ გუნდში თამაშის შემდეგ გამთამაშებელმა ექვსი წელი "დალასში" გაატარა და კვლავ "სანზში" აღმოჩნდა. სტივი ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (2005, 2006). ასევე, მან რვაჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ამერიკული პრესის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ "ლეიკერსის" შემადგენლობაში ვიხილოთ "ფინიქსის" კიდევ ერთი ვეტერანი გრანტ ჰილი. ნეში ეცდება, დაარწმუნოს ეს შესანიშნავი ფორვარდი, რომ მათ ერთად იბრძოლონ კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტულისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა