დიმიტრი ტატანაშვილმა, რევაზ გეწაძემ და გივი კვარაცხელიამ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ფაქტობრივად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანეს
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, "მეტალურგი" კი უზარმაზარი უპირატესობის გოლად ქცევას ვერ ახერხებდა.

რუსთაველთა თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა 75-ე წუთზე მოედანზე გუნდის "ჯოკერი", დიმიტრი ტატანაშვილი შეუშვა და მანაც მწვრთნელს იმედები სულ რაღაც ორიოდე წუთში გაუმართლა.

ამ გოლმა მოჯადოებული წრე გაარღვია და დარჩენილ წუთებში "მეტალურგის" ფეხბურთელებმა, რომლებმაც მანამდე უამრავი საგოლე მომენტი გააფუჭეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გამოიჩინეს.

რევაზ გეწაძის გოლმა მასპინძლები უშანსოდ დატოვა, "საკონტროლო გასროლა" კი გივი კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით განახორციელა.

სასიხარულოა, რომ "მეტალურგი" ევროტურნირების სტარტს ჩინებული ფორმით შეხვდა. რაღა თქმა უნდა, "ტეუტა" საკმაოდ სუსტი გუნდია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირზე სამბურთიანი უპირატესობით გამარჯვება, მით უფრო, სტუმრად, ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უკვე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც გაცილებით სოლიდური მეტოქე, ჩეხური "პლზენი" ელოდება.

ამის მიუხედავად, "მეტალურგის" თამაშის ხარისხმა იმედი მოგვცა, რომ რუსთაველები შემდეგ მოწინააღმდეგეს ღირსეულად შეებრძოლებიან და თავისი წილი შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

მანამდე კი "ტეუტას" ძლევა თბილისშიც აუცილებელია - ამით "მეტალურგი" თავადაც შეიმატებს ძალიან მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს და საერთო ქართულ ყულაბაშიც საკუთარ შენატანს განახორციელებს.

ახლა კი "მეტალურგს" ეფექტური გამარჯვება უნდა მივულოცოთ და შემდეგი მეტოქის დაძლევაც ვუსურვოთ.

ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

5.07. დურესი. ნიკო დოვანა. 1 000 მაყურებელი

ტეუტა-მეტალურგი 0:3

0:1 ტატანაშვილი (77), 0:2 გეწაძე (84), 0:3 კვარაცხელია (90. პენ.)

ტეუტა მეტალურგი

4-5-1 4-2-3-1

რიზვანი ბედიაშვილი

შეტა კაკუშაძე

დელიალისი კვარაცხელია

ა. ჰოხა მახვილაძე

ბუიუ სუხიაშვილი

დოსტი რაზმაძე

ოსმანი დობროვოლსკი

იაკუპი ჯაფარიძე

მანჩაკუ ი. მაისურაძე

ველიაი გეწაძე

ნიკა სიხარულიძე

მწვრთნელები

ჰ. ლიკა კ. ჟორჟიკაშვილი

ტეუტა

63. მანჩაკუ - ბაიაზიტი

70. ოსმანი - ბაკიასი

72. დოსტი - ემინჰაზირი

სათადარიგოები: ჰოხმა, რ. ჰოხა, დევოლი, კაუშაი

მეტალურგი

46. კაკუშაძე - თექთურმანიძე

60. დობროვოლსკი - მიქაბერიძე

75. სიხარულიძე - ტატანაშვილი

სათადარიგოები: ლობჟანიძე, გავაშელიშვილი, ქავთარაძე

გაფრთხილება: ა. ჰოხა (56), დელიალისი (66), შეტა (90)

არბიტრი: პ. სატონი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ

zid-ანი
კადრები არ მოგვეპოვება? :(
შაკო
ყოჩაღ ჟორჟიკაშვილს! ვინც თამაშს უყურებდა დამერწმუნება, როგორც კომპიუტერში ჯოესტიკებით ითამაშო ისე ათამაშებდა გუნდს მთელი თამაში ისე მართავდა.არ დამჯდარა და არ გაჩუმებულა
zviadi
ვულოცავ მეტალურგს, ყოჩაღ ბიჭებო
Toko
ეს ალბანური კლუბი არცთუ ისე ხელწამოსაკრავია - თამაშის დასაწყისში ძოროთადად ეგენი უტევდნენ და არცთუ ურიგოდ. თუმცა, რუსთავი რომ ბევრად უფრო ძლიერია ეს გამოჩნდა თამაშის მსვლელობაში. უბრალოდ, რუსთაველებს უფრო მეტი სიზუსტე ჭირდებათ საგოლე მომენტების რეალიზაციაში
irakli
გეწაძეს არ გაუტანია დუბლი გაიფორმა კვარაცხელიამ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე