ამდენად, ლოზუნგი - "უკეთ, ვიდრე პეკინში" ჯერჯერობით ვერ გავაუმჯობესეთ. ვნახოთ, რა იქნება შედეგობრივად
შემოდგომა ჯერ არც კალენდარულად დამდგარა და არც - სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ სალიცენზიო ტურნირები თითქმის დასრულდა და წიწილების დათვლის დროც დადგა.

დარჩენილია მხოლოდ ერთადერთი სალიცენზიო სტატუსის შეჯიბრება მძლეოსნობაში და ღმერთმა ქნას, ჩვენებმა იქაც გაგვახარონ, მაგრამ ეს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციაში არსებით ცვლილებას ვერ გამოიწვევს. სადღეისოდ კი 35 ლიცენზია გვაქვს - ზუსტად იმდენი, რაც წინა თამაშებზე გვქონდა პეკინში.

ამდენად, ლოზუნგი - "უკეთ, ვიდრე პეკინში" ჯერჯერობით ვერ გავაუმჯობესეთ (თუმცა არც გაგვიუარესებია). ვნახოთ, რა იქნება შედეგობრივად, თუმცა ჩინეთში მოპოვებულ სამ ოქროზე გადასწრება გმირობა იქნება.

პირველები

ეს 35 საგზური სპორტის 11 სახეობაზე მოდის. ტრადიციულად, პირველი საგზური ამჯერადაც ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მოიპოვა, რომელსაც შიდა ქართული რეკორდი აქამდეც ეკუთვნოდა, ახლა კი მსოფლიოს რეკორდსაც უმიზნებს - ეს მისთვის მეშვიდე ოლიმპიადა იქნება. ასეთი მიღწევით კი საქართველოში ვერავინ დაიტრაბახებს.

თუმცა რაღა საქართველოში, ის მსოფლიოში ქალთა შორისაც რეკორდსმენია. მისი დაწევის შანსი მხოლოდ ბერძენ აგატა კასუომის და სერბ ყველაფრის ჩემპიონ იასნა სეკარიჩს აქვთ, ოღონდ ისიც იმ შემთხვევაში, თუ "ველურ ბარათებს" მიიღებენ, თორემ საგზურები ვერ მოიპოვეს.

სხვათა შორის, სალუქვაძეს მამაკაცთა შორისაც შეეძლო რეკორდის, მინიმუმ, გამეორება მაინც, მაგრამ სროლის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ ლატვიელ ოლიმპიურ ჩემპიონ აფანას კუზმინსს "ველური ბარათი" უბოძა, რითაც მეცხრე ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალება მისცა.

ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად, რიგით მეორე საგზური მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ მოგვიტანა, თუმცა მოპოვებასაც გააჩნია - ჩვენებური მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩვენი მშვილდოსან ქალთა ნაკრები სტაბილური გუნდი ნამდვილადაა, რომელიც პერიოდულად ახერხებს ხოლმე წარმატებების მოპოვებას; ოლიმპიადაზეც გუნდურ ტურნირში ჩვენგან პირველად სწორედ მშვილდოსნებმა იასპარეზეს, მაგრამ მსოფლიოს პირველობაზე მედლის მოპოვებას მაინც ძნელად ვიფიქრებდით.

საქართველოს ქალთა შორის ევროპიდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ქეთევან ლოსაბერიძე, რომელიც გუნდურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონიცაა, მაგრამ აქამდე პირადში მედალი არ გვქონია, ესებუამ კი ნავსი გატეხა.

ლომის წილი მოჭიდავეებზე

ასევე ტრადიციულად, წლევანდელ ოლიმპიურ გუნდშიც ლომის წილი კვლავაც საჭიდაო სახეობებზეა, რომლებმაც ამჯერად უჩვეულოდ იყოჩაღეს - ძიუდოში, თავისუფალი თუ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 21 შესაძლებლიდან 20 საგზურია მოპოვებული.

ძიუდოისტები სრული გუნდით ადრეც ყოფილან ოლიმპიადაზე წარმოდგენილნი და მათგან სრული კვოტის მოპოვება არ გაგვკვირვებია. აი, "თავისუფლები" კი ისტორიაში პირველად წავლენ ბოლომდე დაკომპლექტებული გუნდით. ერთადერთი საგზური მოუპოვებელი მხოლოდ ბერძენ-რომაელებს დარჩათ უმჩატეს წონაში, 55 კილოგრამში.

ძიუდოისტთა ნაკრებიდან ლონდონში წასვლა ოთხ კაცს - ლაშა შავდათუაშვილს (66), ნუგზარ ტატალაშვილს (73), ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90) გარანტირებული აქვს, რადგან ამ წონებში სხვები ვერ მოხვდნენ სალიცენზიო 22 კაცში და ახლა ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ამ კვარტეტს ვერ შევცვლით.

დანარჩენ წონებში საგზურები ამირან პაპინაშვილმა და ბეთქილ შუკვანმა (ორივე - 60), ლომერ ჟორჟოლიანმა და ირაკლი ცირეკიძემ (100), ადამ ოქრუაშვილმა და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100) მოიპოვეს. გუნდის ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ჯერ არ დაუსახელებია, ვის აარჩევს მათ შორის, თუმცა ეს უახლოეს დღეებში უნდა გააკეთოს, რადგან ვადები იწურება.

მართალია, კულუარული ხმებით მან უკვე გააკეთა არჩევანი, მაგრამ ნუ დავასწრებთ მოვლენებს და დავიცადოთ ორიოდე დღეც...

შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არც "თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძეს და მის ბერძენ-რომაელ კოლეგა ბეგი დარჩიას დაუსახელებიათ, თუმცა არსებითად, გარკვეულია, ვინ იჭიდავებს ლონდონში - ორივე მწვრთნელი ლიცენზიების მომპოვებელ ფალავნებს ეყრდნობა.

ამდენად, "თავისუფალთა" ტურნირში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ოთარ თუშიშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120), ბერძენ-რომაელთა შორის კი ოლიმპიური მედლების მოპოვებას რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) შეეცდებიან.

სხვა სახეობები

ოლიმპიურ გუნდში ამჯერად 4 წარმომადგენელი ეყოლებათ მძლეოსნებს - სიგრძეზე მხტომელები, მარიამ გოგოლაძე და ბოლესლავ სხირტლაძე; 110-მეტრიან თარჯმრბენზე მორბენალი დავით ილარიანი და პოლონელი მასიეჟ როსიევიჩი 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში.

3 კაცით იქნება წარმოდგენილი ძალოსანთა ნაკრები - გია მაჭავარიანი, რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძე; ორით - ჩოგბურთი, ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი.

თითო ლიცენზიანტი ჰყავთ: ბატუტზე ხტომას - ლუბა გოლოვინა, ცურვას - ირაკლი ბოლქვაძე, კრივს - მერაბ თურქაძე და ველოსპორტს - გიორგი ნადირაძე. ამ 35-დან მხოლოდ სამია "ველური ბარათით" მოპოვებული - ჩოგბურთელთა ორივე საგზური და ველოსპორტისა.

"ველური ბარათი" მიიღო, თუმცა მერე ლიცენზია თავისითაც მოიპოვა ბოლქვაძემ, რაც ჩვენთვის უპრეცედენტო ფაქტია. ოლიმპიურ გუნდში წლეულს ასევე პირველად გამოჩნდა ველოსპორტი. სამაგიეროდ, წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით, აღარსად ჩანან ტანმოვარჯიშეები და ფრენბურთელები. მინიმალურადაა წარმოდგენილი კრივიც, რომელზეც გაცილებით მეტი გათვლა კეთდებოდა.

პეკინური თამაშების დარად, უცხოელთა გარეშე არც ამჯერად ვიქნებით, ოღონდ ბრაზილიელი პლაჟბურთელები - საქა-რთველო და გეორ-გია პოლონელმა როსიევიჩმა შეცვალა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და სალიცენზიო ტურნირში ჩვენი სახელით გამოვიდა, თუმცა იყო შიში, რომ უკვე ლიცენზირებულს პოლონური მხარე არ შეელეოდა.

საბოლოოდ დაახლოებით ისე გამოვიდა, რომ როსიევიჩი ძალოსან არსენ კასაბიევში გაიცვალა. მოგეხსენებათ, ეს უნიჭიერესი ცხინვალელი სპორტსმენი ოჯახის წევრებზე მუქარით ოსურმა მხარემ აიძულა, საქართველოდან წასულიყო. თუმცა საქართველოს პატივისცემით, რუსეთში მაინც არ გადავიდა და პოლონეთს მიაშურა ვანო გრიქუროვის ხათრით. მას ახლაც ძალიან სურს გრიქუროვთან მომზადება, მაგრამ...

წასვლის გრაფიკი

ჩვენი დელეგაცია ლონდონში ნაწილ-ნაწილ გაემგზავრება. ყველაზე ადრე - 22 ივლისს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი და სეოკ-ის თანამშრომლები, რუსუდან აფციაური და გიორგი ესაკია წავლენ.

მათთან ერთად გაემგზავრება გუნდის მედროშე სალუქვაძეც. დელეგაციის ძირითადი ბირთვი კი 25 ივლისს გაფრინდება. პრაქტიკულად, მოჭიდავეთა გარდა, ყველა ამ დღეს წავა, ოლიმპიადაში კი ყველაზე ადრე, ტრადიციულად, მშვილდოსნები ჩაებმებიან. გახსნის დღესვე - 27 ივლისს - ოფიციალური ვარჯიშია, 28-ში კი საკვალიფიკაციო ტურნირია.

ამავე დღეს კიდევ რამდენიმე ჩვენებური იასპარეზებს - ტატიშვილი ჯერ ერთეულებში გამოვა, მერე კი წყვილებში ჩახნაშვილთან ერთადაც მოსინჯავს ძალებს. ასევე გამოვლენ ნადირაძე, თურქაძე და ძიუდოში 60 კილოგრამის მონაწილე. 29-ში სხვებთან ერთად სტარტზე სალუქვაძეც დადგება. ამდენად, ოლიმპიადაზე თავიდანვე სადაგი დღეები გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართული ჩოგბურთი კვლავ ოლიმპიურ სარბიელზეა

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა