ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს, კედლებიდან კი სურათები ჩამოხსნეს
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს - "ქართული ოცნების" წევრი ყოფილი ძიუდოისტი ამას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ოლიმპიურ ჩემპიონზე სხვადასხვა სახის ზეწოლა პოლიტიკაში წასვლის პირველივე დღიდან ხორციელდება.

როგორც "რეზონანსს" ზვიადაურმა უთხრა, ურეკავდნენ სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვდნენ. ამ ნაბიჯს მისი მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლებაც მოჰყვა.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახმეტაში შენი სახელობის დარბაზი გააუქმეს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა მიზეზით მოხდა ეს?

- ზურაბ ზვიადაურის სახელი ერქვა და ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზად გადააკეთეს. კედლებზე ჩემი სურათები იყო, რომლებიც ჩამოხსნეს და ამის მიზეზად რემონტი დაასახელეს.

თუმცა შემდეგ ნამუსმა შეაწუხათ - სპორტსკოლის დირექტორმა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრა, რომ სურათები არ ჩამოეხსნათ, რადგან სირცხვილი იყო. იქ გავიზარდე და ჩემი სახელობის დარბაზი თუ არა, სურათები მაინც ხომ უნდა ყოფილიყო.

- დიდი ხანი არაა, რაც აქტიურ სპორტს თავი დაანებე. ძიუდო რამდენად პოლიტიზებულია?

- ყველამ კარგად იცის, რომ ძიუდო მთლიანად პოლიტიზებულია. თუმცა მარტო ძიუდო არა, სპორტის სხვა სახეობებიც.

სამწუხაროდ, ასე არ უნდა იყოს - სპორტი სპორტია და ამას თავისი დანიშნულება აქვს. პოლიტიკოსს შეუძლია, სპორტსმენს ტაში დაუკრას, მიესალმოს, ხოლო სპორტსმენს თავისი საქმე აქვს და ის საქართველოს წარადგენს სხვადასხვა ტურნირზე.

- ეს ყველაფერი რამდენად აისახება ლონდონის ოლიმპიადაზე?

- დღესდღეობით საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ხელმძღვანელობს უცხოელი (პიტერ ზაიზენბახერი), რომელიც არის ძალიან კარგი, მებრძოლი ადამიანი და გუნდი ხელში ჰყავს დაჭერილი. თუმცა ამ პოლიტიკური სიტუაციის გამო მას ძალიან დიდი ბრძოლის გადახდა მოუწია.

- შენი ბიძაშვილი ჯარჯი ზვიადაური კვლავ აქტიურ სპორტშია. მასზეც ხომ არაა ზეწოლა?

- ჩემს ბიძაშვილზე ნურაფერს შემეკითხებით. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვამბობ, რომ ის ჩემი ბიძაშვილი აღარაა და ჯარჯი ზვიადაურზე აღარავინ აღარაფერი აღარ მკითხოს. ის ჩემთვის მკვდარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

იხილედ ვრცლად

მარი მგალობლიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ასევე იხილეთ:

ოზურგეთის აქციაზე მიმავალი ზურაბ ზვიადაური სიკვდილს გადაურჩა

ზურაბ ზვიადაური: დავით ნამგალაური სპორტსმენებს "აკაჩავებდა"

ზურაბ ზვიადაურიც პოლიტიკაში წავიდა

გიორგი
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახმეტაში შენი სახელობის დარბაზი გააუქმეს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა მიზეზით მოხდა ეს? - ზურაბ ზვიადაურის სახელი ერქვა და ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზად გადააკეთეს. კედლებზე ჩემი სურათები იყო, რომლებიც ჩამოხსნეს და ამის მიზეზად რემონტი დაასახელეს." 2001–ში მიენიჭა იმ დარბაზს ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელი. პირველმა არხმა გადაცემაც მიუძღვნა... არსებობს ამის კადრები... იმ დროს დარბაზი საქართველოს პროფკავშირებს ეკუთვნოდა... ღმერთმა აცხონოს ფარნაოზ ციკვილაძე...
daviti
რა მოხდა და ... რომ არის ეს ზურაბ ზვიადაური ეგ არის,რადგან ჯარჯიმ ის ...ივანიშვილი არ აირჩია იმიტომ უარი თქვა..
odala
ვაა, რა მოხდა?
zangura
რა მოხდა ჯარჯის და ზვიადის ურთიერთობაში?
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა