კახა ცხადაძის გუნდმა სტუმრად ესტონური "ტრანს ნარვა" 5:0 გაანადგურა. მისმა ვაჟმა ბაჩანამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი გიორგი ადამიას ანგარიშზეა
ძალიან კი გაეხარდა აზერბაიჯანულ მედიას ევროტურნირების პირველი ეტაპის წილისყრის შედეგები, მაგრამ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს - საკუთარ მოედანზე ლენქორანის "ხაზარი" და "ბაქი" არცთუ სახელიან მეტოქეებთან ფრეს დასჯერდნენ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონი "ნეფთჩი" ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონთან" დაპირისპირების ფავორიტი სულაც არ არის.

ერთადერთი კლუბი, რომელმაც ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანი ღირსეულად წარმოაჩინა, ბაქოს "ინტერია", რომელმაც სტუმრად ესტონური "ტრანს ნარვა" 5:0 გაანადგურა.

კახა ცხადაძის გუნდიდან დუბლი შეასრულა მისმა ვაჟმა ბაჩანა ცხადაძემ, ერთი გოლი კი გიორგი ადამიას ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა, რომელიც "ინტერის" ახალწვეულია, დუბლის ავტორის მსგავსად, მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.

ბაქოელთა სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ქართველი იყო - გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ადამია და ცხადაძე კი მეორე ტაიმში შეცვალეს.

სათადარიგოთა სკამზე იჯდა მეორე ქართველი მეკარე რევაზ თევდორაძე. "ბაქის" 18-კაციან განაცხადში არ გამოჩენილა ამ გუნდის ქართველი ახალწვეული გიორგი ფოფხაძე.

ბალტიისპირულ დერბიში ლატვიურმა "დაუგავამ" სტუმრად 1:0 სძლია ლიტვურ "სუდუვას". "დაუგავას" სასტარტო შემადგენლობაში მამუკა ღონღაძე და ბიძინა ცინცაძე იყვნენ.

სომხური "განძასარი" ფარერებზე "სტრეიმურთან" 1:3 დამარცხდა. სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა გიორგი კრასოვსკიმ.

მოლდოვური "ზიმბრუ" უელსში "ბანგორს" 0:0 დაუზავდა. კიშინიოველთა რიგებში 70-ე წუთიდან გამოჩნდა ლევან კორღალიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

კახაბერ ცხადაძე: "ზესტაფონს" ბაქოს "ნეფთჩისთან" შედარებით უპირატესობა აქვს

რატომ თქვა გიორგი ადამიამ უარი ლენქორანის "ხაზარში" ბევრად მაღალ ხელფასზე

ზაურ სვანაძე ბაქოს "ინტერში" კახა ცხადაძეს დაეხმარება!

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა