უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიელი მეკარე მილანის "ინტერს" გამოეთხოვება
27 წლის სამირ ჰანდანოვიჩი "ინტერის" საკუთრებაა, მის სანაცვლოდ კი მილანური კლუბის მესვეურებმა "უდინეზეს" ბიუჯეტში 11 მილიონი ევრო გადარიცხეს. ეს ამბავი ადრეც გვეწერა, მაგრამ ოფიციალურად სწორედ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ.

აქამდე, ღია იყო ჟულიო სეზარის საკითხი, დღეს კი უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიელი კიპერი მილანურ გუნდს გამოეთხოვება.

საქმე იმაშია, რომ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩონიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, ვისაც საწვრთნელ შეკრებაზე წაიყვანს, მათ რიცხვში კი ჟულიო სეზარი არ ფიგურირებს.

ეს განაჩენია, ბრაზილიელს "ნერაძურიში" აღარაფერი ესაქმება და ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

მას შემდეგ, რაც "ინტერი" ლუსიომ დატოვა, კლუბის მესვეურები ახალი ცენტრალური მცველის ძიებას შეუდგნენ და კანდიდატი მალევე იპოვეს - კანდიდატი კი არა, საქმე უკვე გაიჩარხა და მატიას სილვესტრი "პალერმოდან" "ნერაძურიში" გადაბარგდა.

27 წლის არგენტინელმა მცველმა იტალიური კარიერა "კატანიაში" ასპარეზობით დაიწყო, შემდეგ "პალერმოში" გადავიდა და მომდევნო სეზონიდან უკვე "ინტერის" ღირსებას დაიცავს.

"მილანისგან" განსხვავებით, "ინტერის" მესვეურები განაგრძობენ აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე და ახალი სამიზნეც არჩეული ჰყავთ - ლაპარაკია "კორინთიანსის" 23 წლის ნახევარმცველ პაულინიოზე, რომელიც "კოპა ლიბერტადორესის" მოქმედი გამარჯვებულია და ამ ტრიუმში დიდი წვლილიც მიუძღვის. პაულინიოს ერთი თამაში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული და საერთოდ, ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

პაულინიოს "კორინთიანსთან" სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ მილანელები ამას არ უშინდებიან და ბრაზილიელებისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ - კულუარული ინფორმაციით, ლაპარაკია 7 მილიონ ევროზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, 10-მდეც თავისუფლად გაიზრდება. ვნახოთ, რა პოზიციას დაიჭერენ ბრაზილიური კლუბის მესვეურები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა