ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უიმბლდონი 2012: ვინ შექმნის ახალ ისტორიას - როჯერ ფედერერი თუ ენდი მიურეი?

უიმბლდონი 2012: ვინ შექმნის ახალ ისტორიას - როჯერ ფედერერი თუ ენდი მიურეი?

8 ივლისს, ფედერერისა და მიურეის ფინალით უიმბლდონის ისტორია გადაიწერება
6 ივლისს, უიმბლდონზე მამაკაცთა ნახევარფინალები გაიმართა. როჯერ ფედერერმა დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი და მერვედ გავიდა ფინალში, ენდი მიურეიმ კი ამ კორტებზე პირველად გააღწია ფინალურ სტადიაზე.

პირველები კორტზე ფედერერი და ჯოკოვიჩი გავიდნენ. ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებენ. პირველმა გეიმებმა აჩვენეს, რომ მატჩი წესით თანაბარი უნდა ყოფილიყო. ჩოგბურთელები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ გეიმებს და ერთმანეთს ბრეკამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ასეთ დაძაბულ სიტუაციაში პირველად ჯოკოვიჩს მოუვიდა მცირე ჩავარდნა. მეექვსე გეიმში, ნოვაკის მოწოდებაზე ანგარიში იყო "ნაკლები", როცა სერბმა უდროო დროს მოინდომა ბადესთან გასვლა, მაგრამ პასუხად ფედერერის შესანიშნავი შემოვლითი დარტყმა მიიღო, რომელიც ვარდნაშიც კი ვერ მოიგერია.

ფაქტობრივად, ამ ბურთმა მოუტანა როჯერს სეტში გამარჯვება. ორჯერ საკუთარი გეიმის აღების შემდეგ, ფედერერმა ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.

მეორე პარტიაში უპირატესობას უკვე ჯოკოვიჩი დაეუფლა, თანაც სტარტიდანვე. ნოვაკმა დამაჯერებლად მოიგო თავის მოწოდებაზე პირველი გეიმი, შემდეგ კი უბრალოდ გაანადგურა მეტოქე მიღებაზე. როჯერმა მხოლოდ 0:3-ზე შეძლო გონს მოსვლა და პირველი ქულის აღება. თუმცა ეს მან საკუთარ მოწოდებაზე გააკეთა, მიღებაზე კი შანსი არ ჰქონდა და "ნოლემ" სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ამ სიტუაციაში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჯოკოვიჩის უპირატესობა ძალიან მალე სადღაც გაქრა. ნოვაკს ძალიან გაუჭირდა თავის მოწოდებაზე და პრაქტიკულად ყოველ გეიმში ბრეიკ-პოინტების მოგერიება სჭირდებოდა. დიდი ხანი ასე ვერ გაგრძელდებოდა... და ჯოკოვიჩს მეათე გეიმში არ გაუმართლა. ფედერერმა აიღო პირველი ორი გათამაშება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო სერბმა ანგარიშის გაქვითვა კარგი მოწოდების ხარჯზე.

დამაინც, "სმეშის" შესრულებისას ნოვაკმა შეცდომა დაუშვა და ბურთი აუტში გაუშვა. ამან როჯერს ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოუტანა. ერთი სერბმა მოიგერია, მაგრამ მეორე ჯერზე ფედერერმა მეტოქე ყრუ დაცვაში გადაიყვანა და ნოვაკმა ვეღარ გაძლო.

ბრწყინვალედ დაიწყო ფედერერმა მეოთხე პარტია. მეტოქისგან განსხვავებით, როჯერი ზედმიწევნით ზუსტი და მობილიზებული იყო, იმ მომენტებშიც კი, როცა პირველი მოწოდება არ მისდიოდა. "ნოლე" კი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა გათამაშებების დროს. პირველივე გეიმში მან სამმაგი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს. ერთი ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ მეორე ჯერზე ვერაფერი გააწყო და მდევრის როლში აღმოჩნდა. იქვე ფედერერმა საკუთარი გეიმიც აიღო და 3:0 წაიყვანა ანგარიში, რითაც სეტში და მატჩში გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ჯოკოვიჩი ასეთ უიმედო სიტუაციებშიც ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ ამჯერად ჩანდა, რომ მისი საბრძოლო განწყობა სერიოზულ კითხვის ნიშანს იწვევდა. მან გაჭირვებით შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, შემდეგ პირწმინდად წააგო გეიმი მიღებაზე.

როჯერი მხოლოდ საკუთარი გეიმის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდა და სურდა, რაც შეიძლება მალე დაესრულებინა მატჩი. მან ტემპს კიდევ უფრო მოუმატა და სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რაც სამმაგ "დაფარულ" მატჩბოლს ნიშნავდა. მაგრამ ჯოკოვიჩი ნაადრევად არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა და მესამე გეიმ-ბოლიდან აიღო ეს ურთულესი გეიმი.

მაგრამ ფედერერზე არ უმოქმედია ნოვაკის ამ დროებით წარმატებას. მეშვიდე გეიმი მან ნულზე მოიგო, მერვეში დიდად თავი არ მოუკლავს, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 40:40 იყო. მატჩბოლამდე საქმე მეცხრე გეიმში მივიდა. ჯოკოვიჩმა გაბრძოლება სცადა, მაგრამ შვეიცარიელმა უძლიერესი მოწოდებით წერტილი დაუსვა შეხვედრას და მერვედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.

ჯოკოვიჩმა დათმო ტიტული, 8 ივლისს კი, შესაძლოა, პირველი ადგილი დაკარგოს რეიტინგში - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ როჯერი მეშვიდედ მოიგებს უიმბლდონს.

შეგახსენებთ, რომ მას კლასიფიკაციაში ერთი კვირა ლიდერობა არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ მაჩვენებლით პიტ სამპრასს გაუტოლდეს. გარდა ამისა, მეშვიდე ტიტულით ის ამ ამერიკელს უიმბლდონის ტიტულების რაოდენობითაც დაეწევა. ერთი რეკორდი კი უკვე დაამხო - ბოლო 99 წლის განმავლობაში უიმბლდონის ფინალში რვაჯერ არავინ გასულა.

პირველად 1938 წლის შემდეგ

ამის შემდეგ კორტზე გავიდნენ ენდი მიურეი და ჟო-ვილფრიდ ცონგა. მათი ურთიერთშეხვედრები მხოლოდ ექვს მატჩს მოიცავდა, ამასთან ორი შეხვედრა ბალახზე გაიმართა - მიურეიმ ორჯერ გაჭირვებით დაამარცხა ფრანგი 2010 წლის უიმბლდონზე და 2011 წელს "ქუინზ ქლაბზე". ცონგას ერთადერთი მოგება ავსტრალიის ღიაზე მოდის.

შეხვედრის დებიუტში ენდი უფრო მობილიზებული ჩანდა და თავიდანვე გააკეთა ბრეიკი. მას ამაში ფრანგი დაეხმარა, რომელმაც ორი არააუცილებელი შეცდომა დაუშვა. სეტის შუაში ბრიტანელმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და შეძლო პარტიის თავის სასარგებლოდ დასრულება.

მეორე პარტიაც იგივე სცენარით განვითარდა, ოღონდ ბრიტანელი კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა მოწოდებაზე - მან ხუთი საკუთარი გეიმის განმავლობაში ზედიზედ 17 ქულა მოიგო. ცონგაც არ თამაშობდა ცუდად თავის გეიმებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა პირველი მოწოდება აღწევდა მიზანს - მეორე მოწოდებაზე მას ქულა არ აუღია. სწორედ ამის გამო წააგო სეტის შუაში თავისი გეიმი და მისი დაბრუნების შანსი აღარ ჰქონია.

მოკლედ, ყველაფერი ადგილობრივი პუბლიკის კერპის სცენარით მიდიოდა, მაგრამ მომდევნო პარტიის დასაწყისში მიურეის მოწოდებამ უმტყუნა და ცონგამ ეს შანსი გამოიყენა - მან პირველად გააკეთა ბრეიკი, თანაც "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

ფრანგი გამოცოცხლდა, უფრო აქტიურად და თავისუფლად ათამაშდა, ბადესთან გასვლებს მოუხშირა და მეტოქის მოწოდებასაც ალღო აუღო. მას შეეძლო 4:0 გაეხადა ანგარიში, მაგრამ ენდიმ გაძლო, შემდეგ კი ბრიტანელმა სამმაგი ბრეიკ-პოიტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მიღებაზე მომდევნო ორ გეიმშიც ენდიმ ბრძოლა მოახვია თავს მეტოქეს, მაგრამ სეტის გადარჩენა ვერ შეძლო.

მეოთხე პარტია ემოციური და ნერვული გამოვიდა. მიურეიმ ისევ ვერ დაალაგა საკუთარი მოწოდება, ცონგა კი უმატებდა თამაშს. ენდიმ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ შემდეგ გეიმში გაფლანგა ეს უპირატესობა. ამის შემდეგ ორივეს ჰქონდა "დაფარული" სეტბოლები (ბრიტანელისთვის მატჩბოლები), მაგრამ გადაარჩინეს გეიმები.

და მაინც, 5:6-ზე მიურეიმ ორჯერ კარგად მიიღო ბურთი, მატჩბოლზე კი მოწოდება შესანიშნავი ბექჰენდით პირდაპირ ხაზზე მოიგერია.

მიურეიმ ცრემლები ვერ შეიკავა - ზედიზედ სამი ნახევარფინალის შემდეგ, მან პირველად მოიპოვა უიმბლდონზე ფინალში თამაშის უფლება და გახდა პირველი ბრიტანელი 1938 წლის შემდეგ, ვინც ეს გააკეთა. ბოლოს ასეთი რამ ბანი ოსტინმა შეძლო.

ასე რომ, კვირას ან ფედერერი დაიბრუნებს რეიტინგში პირველ ადგილს და გაუთანაბრდება აქ ტიტულების რაოდენობით სამპრასს ან მიურეი შეძლებს "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველი ტიტულის მოგებას და გახდება პირველი ბრიტანელი ფრედ პერის (1936) შემდეგ, ვინც "დიდ სლემზე" გამარჯვებას მოიპოვებს.

1/2 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:3, 3:6, 6:4, 6:3

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5) 6:3, 6:4, 3:6, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა