სქოთთა პრემიერლიგაში, რასაკვირველია, უმთავრეს ყურადღებას "სელტიკისა" და "რეინჯერსის" გამოსვლა იწვევს....
შოტლანდია. პრემიერლიგა. VI ტური

სქოთთა პრემიერლიგაში, რასაკვირველია, უმთავრეს ყურადღებას "სელტიკისა" და "რეინჯერსის" გამოსვლა იწვევს. "სელტიკმა" შაბათს ითამაშა, "ჰიბერნიანს" მოუგო 2:1. ეს შეხვედრა მიმომხილველებმა სხარტად ასე დაახასიათეს: გლაზგოს გუნდმა შავმუშური სტილით მოიგოო. ანგარიში "ჰიბსის" ყოფილმა ფეხბურთელმა სკოტ ბრაუნმა მეხუთე წუთზევე გახსნა. მან, დაახლოებით საჯარიმოს კიდიდან დაარტყა ოსტატურად. ამის შემდეგ უსახური შეხვედრა ცოტათი მეორე ტაიმის დასაწყისში, ათწუთიან მონაკვეთში გასულმა ორმა გოლმა გაახალისა – ჯერ გლენ ლუვენსის თავურმა კიდევ უფრო დააწინაურა "სელტიკი", შემდეგ კი დერეკ რიორდანმა ტექნიკურად "ჩააგდო" ბურთი მასპინძელთა კარში. გლაზგოს გუნდში მოთამაშე მექსიკელმა ეფრეინ ხუარემა ძალსაც გაარტყა ბურთი.

"რეინჯერსის" თამაში კი, პირიქით, ძალიან დრამატული გამოვიდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ "აბერდინი" თავიდან 2:0-ს იგებდა და ჩემპიონმა ამის მერეღა გაუტანა სამი გოლი. ამას კიდევ დაამატეთ, რომ ორი გოლი გუნდის თავდასხმის ლიდერმა კენი მილერმა გაიტანა...

ამრიგად, ეს გახლდათ "გრანიტის ქალაქში" (ასე ეძახიან აბერდინს) "რეინჯერსის" პირველი გამარჯვება ბოლო სამ წელიწადში ანუ მას მერე, რაც გუნდი ხელახლა ჩაიბარა უოლტერ სმიტმა და ამ გამარჯვების წყალობით, გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ჩემპიონი კვლავ საჩემპიონო ადგილზეა.

სელტიკი-ჰიბერნიანი 2:1

1:0 ბრაუნი (5), 2:0 ლუვენსი (51), 2:1 რიორდანი (54)

დანდი-სენტ ჯონსტონი 1:0

1:0 გუდვილი (61)

ჰემილტონი-კილმარნოკი 2:2

1:0 პაიშაო (15), 2:0 ჰასელბაინკი (38), 2:1 ჰემილი (83-პენ), 2:2 სემონი (89)

ჰართსი-მოზერუელი 0:2

0:1 ბლექმენი (58), 0:2 სატონი (70)

სენტ მირენი-ინვერნესი 1:2

0:1 ოდჰიამბო (45), 0:2 ოდჰიამბო (50), 1:2 მაკგოვანი

აბერდინი-რეინჯერსი

1:0 ვერნონი (10), 2:0 მეგუაირი (30), 2:1 მილერი (34-პენ), 2:2 მილერი (52), 2:3 ჟელავიჩი (67)

1. რეინჯერსი 6 6 0 0 16-5 18

2. სელტიკი 6 6 0 0 13-2 18

3. მოზერუელი 6 3 1 2 8-5 10

4. ჰართსი 6 2 2 2 9-8 8

5. დანდი 6 2 2 2 6-11 8

6. აბერდინი 6 2 1 3 9-8 7

7. ინვერნესი 6 6 2 1 3 8-7 7

8. კილმარნოკი 6 2 1 3 7-8 7

9. ჰიბერნიანი 6 1 2 3 6-10 5

10. ჰემილტონი 6 1 2 3 5-13 5

11. სტ. ჯონსტონი 6 1 1 4 4-8 4

12. სტ. მირენი 6 1 1 4 5-11 4

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის