პიტერელები ტრანსფერს ოფიციალურად ჯერ იმიტომ არ ახმაურებენ, რომ ქართველის წარდგენა საგანგებო პრეზენტაციაზე სურთ
ლევან ყენიამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" კონტრაქტი გააფორმა, ამ უქმეებზე თბილისში ჩამოვა, 9 ივლისს კი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება და ახალ კლუბს შეუერთდება. ხელშეკრულების ვადა ასეთია: 1+2.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პიტერელები ამ ყველაფერს ოფიციალურად ჯერ იმიტომ არ ახმაურებენ, რომ ქართველის და სხვა ახალწვეულის წარდგენა საგანგებოდ მოწყობილ პრეზენტაციაზე სურთ.

"ზენიტს" მეორე სეზონისწინა შეკრება პორტუგალიაში ჰქონდა და ყენიაც იქ იახლა, პიტერელებმა ეს კამპი 6 ივლისს მოილიეს. ერთი სიტყვით, ყენიამ ერთი შეკრება უკვე გაირა ახალ გუნდთან.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ზენიტი" 1984 წელს გახდა, რუსეთის ჩემპიონი კი სამჯერ შეიქნა, ბოლოს ეს წინა სეზონში მოახერხა. 2008 წელს "ზენიტმა" უეფას თასი და სუპერთასიც კი მოიგო, მაშინ ზენიტელებს დიკ ადვოკაატი წვრთნიდა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური ძალიან სოლიდურ კლუბში მოხვდა.

ქართველთაგან "ზენიტში" ლეგენდარულ მეკარეს, ანზორ კავაზაშვილს უთამაშია, "ზენიტის" დუბლებში იყო გაიოზ დარსაძე, ვინც ახლა მწვრთნელთა განათლების საქმეს ხელმძღვანელობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

ვასილი კულკოვი, დმიტრი რადჩენკო, ოლეგ სალენკო..."ზენიტის" სკოლა არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა გაიარა. ახლანდელ "ზენიტშიც" არაერთი ჩინებული ფეხბურთელია: ვიაჩესლავ მალაფეევი, ალექსანდ კერჟაკოვი, დანი, ანდრეი არშავინი...

"ზენიტს" 2009 წლიდან იტალიელი ლუჩანო სპალეტი წვრთნის, თანაშემწეებიც იტალიელები ჰყავს. სპალეტი მანამდე "რომას" და "უდინეზეს" თავკაცობდა, რომაელებს ორჯერ მოაპოვებინა იტალიის თასი.

"ზენიტს" შეძლებული პატრონიც ჰყავს - "გაზპრომი". თქმა რად უნდა, რომ დამდეგ სეზონში "ზენიტი" ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს და იქნებ ევროსარბიელზეც რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოს.

ყენიასთვის კი მთავარი ამ ეტაპზე ალბათ ჯანმრთელობაა, ტრავმიანობის გამო ხომ ორწელიწადნახევარი გაუცდა. "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", გელზენკირხენის "შალკე" და "ზენიტი" - 21 წლის ფეხბურთელისთვის ეს მწირი ბიოგრაფია ნამდვილად არ არის.

იმედია, თემურ ქეცბაიასა და ყენიას შორის მომხდარი უსიამოვნება ორივე მხარემ დავიწყა - თუ ყენია "ზენიტში" ჩვეულად ათამაშდება, მისწრება იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

"ლელოსა" და Sportall.ge-ს პასუხად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" საიტიდან ლევან ყენიას ფოტო გააქრო

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ლევან ყენია ვერ დამალა

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" პორტუგალიაში შეუერთდება

ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]

რა უთხრა თემურ ქეცბაიამ ლევან ყენიას მსურველ კლუბს

თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

OT
ლევანს ყველაფერს საუკეტესოს ვუსურვებ, მაგრამ შანსი დიდია რომ მასაც ჯანოსავით მოუწევს ყოფნა. ეს ბიზნესსის კაონენია - სამწუხაროა რომ ჯურნალისტებს არავიტარი ღრმა აზრი არ აქვთ ტავის ანალიზში. აქედან მარტლა ჩანს რა პატარაა საქარტველო.
vasiko basiladze
მიდი ლევან დაუმტკიცე ყველას რომ ხარ მაგარი,ეხლა შეგეხვეწონ ფედერაციიდან თამაშზე,საქმეს მიხედე კლუბში და დიდ წარმატებას მიაღწევ,აქ ეხლა სათავეში არიან ფეხბურთის უცოდინარი ხალხი ამათ არ უყვართ ფეხბურთი,საერთოდ არავინ უნდა მოვიდეს ამათთან სათამაშოთ ისაა კარგი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა