საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის მიმართ ინტერესს არაერთი ცნობილი ევროპული კლუბი იჩენს
ევროპის რამდენიმე ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ჭანტურიას მიმართ წლეულს ზაფხულში უდიდესი ინტერესი გაჩნდა.

"ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა თავადაც დაადასტურა, რომ გადასვლას სერია A-ს რამდენიმე კლუბში სთავაზობდა და დაასახელა "რომა", "ჯენოა", "ფიორენტინა" და "ინტერი".

ამის თაობაზე "რომას" ვებგვერდიც იუწყებოდა და სანდოდ ამიტომაც ჩავთვალეთ. სხვა იტალიური წყაროების მტკიცებით, "ჯენოა" ჭანტურიაში 4 მილიონ ევროს იხდიდა. თავად გიორგის თქმით, "რომა" და "ინტერი" მზად იყვნენ, ტრანსფერი 5-6 მილიონ ევროდ გამოესყიდათ.

მერე უკვე ინგლისურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ლივერპულელთა ახალმა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა ახალწვეულთა ხუთკაციან სიაში ახალგაზრდა ქართველიც შეიყვანა. თურქული პრესა კი ამტკიცებდა, რომ ჭანტურიას გადაყვანაზე "გალათასარაის" მწვრთნელი ფათიჰ თერიმი ფიქრობდა.

იტალიური საიტების, milannews.it და calcionews24.com-ის სენსაციური ცნობამ - ჭანტურიათი "მილანიც" დაინტერესდა და "ჯენოასთან" ერთობლივი ტრანსფერი განახორციელებსო, განამტკიცა აზრი, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი არნემის "ვიტესში" არ დარჩებოდა.

მაგრამ "ვიტესი" ევროპის ლიგაში პლოვდივის "ლოკომოტივთან" შეხვედრისთვის ემზადება, გიორგი კი არნემელებთან ერთად ვარჯიშობს.

რეალურია თუ არა ჭანტურიას გადასვლა? ამის თაობაზე "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან და კლუბის პრესსამსახურთან დაკავშირება, სამწუხაროდ, უშედეგო გამოდგა. მაგრამ ჭანტურიაზე სატრანსფერო უფლებები ჯერ კიდევ გააჩნია საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს", საიდანაც მოთამაშე ჰოლანდიაში წავიდა.

ამიტომ კომენტარისთვის "საბურთალოს" გენერალურ დირექტორს, კახა ჭუმბურიძეს დავუკავშირდით:

"გიორგი ნიჭიერი მოთამაშეა და მის მიმართ ცნობილი კლუბების დაინტერესება არ გამიკვირდება. მაგრამ სანამ ჰოლანდიელებთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ და კონტრაქტს ხელი არ მოეწერება, მანამდე ჭანტურიას სხვაგან გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

ის ახლა "ვიტესს" სჭირდება და გუნდს ევროპის ლიგაზე დაეხმარება".

ჭანტურია ვიტესიდან ჯერ არ მიდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია "ლივერპულის" ხუთკაციან სიაშია

გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?

გიორგი ჭანტურია ადასტურებს: დიახ, მილანის "ინტერი" მიწვევს!

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა