კოკშეტაუს "ოკჟეტპესის" ქართველი თავდამსხმელი 15 აგვისტოს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ წარსდგება
სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩები გაიმართება. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრების ხელმძღვანელობას მანამდე გენერალური რეპეტიციის ჩატარება სურდა, მაგრამ საკონტროლო შეხვედრაზე სასურველი მეტოქე ვერ დაითანხმა.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა, არაორდინალური გადაწყვეტილება მიეღო - 15 აგვისტოს ალმატიში ქვეყნის პრემიერლიგის საუკეთესო ლეგიონერებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს ამხანაგურად შეხვდება.

ლეგიონერების ნაკრები ყარაღანდის "შახტიორის" მთავარ მწვრთნელს, ვიკტორ კუმიკოვს ჩააბარეს, რომელმაც გუნდში ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქის, "აქტობეს" სამი მოთამაშე გამოიძახა: ნახევარმცველები, მოლდაველი სერგეი კოვალჩუკი, უზბეკი მარატ ბიკმაევი და ალექსანდრ გეინრიხი.

ვინმეს ტრავმის ან ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, კუმიკოვმა სათადარიგოთა სიაც შეადგინა, სადაც კოკშეტაუს "ოკჟეტპესის" ქართველი თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილის გვარი ამოვიკითხეთ.

ყაზახურ თემას შევეხეთ და დავით ლორიაზეც მოგახსენებთ: პავლოდარის "ირტიშის" და ყაზახეთის ნაკრების მეკარე კარიერას თურქეთში გააგრძელებს. თუ ყაზახურ მედიას ვენდობით, ლორიას პირველი დივიზიონის "რიზესპორი" იწვევს, რომელიც უმაღლესში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ლორია ყაზახების ეროვნული ნაკრების კარში 38-ჯერ იდგა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. მას უცხოეთში აქამდეც უთამაშია - 30 წლის მეკარე შვედური "ჰალმსტადსა" და ნალჩიკის "სპარტაკშიც" ირიცხებოდა, კარიერის დასაწყისში კი მოსკოვის ცსკა-სა და ავსტრალიური "ენფილდ სიტი ფეკონში" ვარჯიშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით ჩაგელიშვილი: რამდენი წელია ვთამაშობ და ასეთი რამ პირველად ვნახე

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო