60 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მუნდიალის დასრულებამდეა განსაზღვრული
"ბარსელონასა" და "აიაქსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბარა.

60 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2012 წლის აგვისტოდან შევა, ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მუნდიალის დასრულებამდეა განსაზღვრული.

ჰოლანდიელთა ახალი თავკაცის თანაშემწე "აიაქსის" ყოფილი ტექნიკური დირექტორი დანი ბლინდი იქნება.

"ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო კავშირის წინადადებამ ძალიან გამახარა, - განაცხადა ვან გაალმა. - ამ მიწვევას დიდი ხანი ველოდი".

სპეციალისტს თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი 2000-იდან 2002 წლამდეც გაუწვრთნია. მაშინ ჰოლანდიის ნაკრებმა კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ "ნარინჯისფერთა" გუნდს სათავეში ბოლოს ბერტ ვან მარვიიკი ედგა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და ჯგუფში სამივე მატჩი დათმო.

რაც შეეხება ვან გაალის ტიტულებს, ის ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის ორგზის, ჰოლანდიის ჩემპიონატის ოთხგზის, ესპანეთის ჩემპიონატის ორგზისა და გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამასთან, ის ნიდერლანდების საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ - 2007 და 2009 წლებში დაასახელეს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა