ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო წლებში გატარებულ ფინანსურ პოლიტიკას მხარი დაუჭირა
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა "აიაქსის" ხელმძღვანელობის მიერ ბოლო წლებში გატარებულ ფინანსურ პოლიტიკას მხარი დაუჭირა.

ამსტერდამული გრანდი ბოლო წლებია, უფრო მდიდარი ევროპული კლუბებისთვის ფეხბურთელების მიმწოდებლად გადაიქცა. მართალია, ამის წყალობით ისინი დიდი ხნის განმავლობაში კრიზისში იყვნენ, მაგრამ მთავარ მწვრთნელად ფრანკ დე ბურის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. "აიაქსმა" ერედივიზიეს ბოლო ორი გათამაშება მოიგო.

შარშან ამსტერდამელები პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ, მაგრამ სეზონის ბოლოს "კუდი მოიქნიეს" და ტრადიციული მეტოქეები "ფეიენოორდი" და პსვ, შესაბამისად, 6 და 7 ქულით ჩამოიტოვეს.

ქვეყნის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივა ფეხბურთელებს "ამსტერდამ არენიდან" გაქცევაში ხელს არ უშლის, თუნდაც ისეთ კლუბებში, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში არ ასპარეზობენ. ამისი ნათელი მაგალითია კაპიტანი იან ვერტონგენი.

ბელგიელი ცენტრალური მცველი რამდენიმე თვეა, "ტოტენჰემში" გადასვლას ცდილობს, მაგრამ "დეზები" ჰოლანდიელთა მიერ მოთხოვნილი საკომპენსაციო თანხის გადახდაზე უარს არიან.

კრუიფი ფეხბურთელთა გამუდმებულ მიგრაციაში პრობლემას ვერ ხედავს. აი, რას ამბობს "მფრინავი ჰოლანდიელი":

"ძალიანაც კარგია, რომ "აიაქსი" მკაცრ ფინანსურ პოლიტიკას ატარებს. ღირსების გრძნობა ჩვენი კლუბის საფუძველთა საფუძველია. ახალი ფეხბურთელები, რომლებიც იქ სათამაშოდ მიდიან, წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ამის შესახებ.

თუკი ვინმეს მხოლოდ ხელფასისთვის სურს თამაში, მაშინ სხვა კლუბს უნდა მიაშუროს. მეჩვენება, რომ ფრანკ დე ბური მკაცრად ცდილობს ამ წესების დაცვას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა