ამერიკის ფეხბურთის ლიგამ "ლოს ანჯელეს გელექსის" ვეტერან ინგლისელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა
"ლოს ანჯელეს გელექსის" ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ამერიკის ფეხბურთის ლიგამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

37 წლის ფეხბურთელის პროვოკაციულმა ქმედებამ მის თანაგუნდელებსა და "სან ხოსე ერსქუიკსის" მოთამაშეებს შორის კინაღამ დიდი ჩხუბი გამოიწია. ლოსანჯელესელები მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 3:4-ს აგებდნენ, როცა მასპინძელთა მცველი სემ კრონინი აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო მეკარის საჯარიმოში მიწას განერთხა და დაზარალებულის როლის თამაში დაიწყო.

აუტის ხაზთან მდგარი ბექჰემი ამან ძალიან გააღიზიანა, ბურთი პირდაპირ მას დაუმიზნა და რა საკვირველია, გაარტყა. "ტკივილების მიუხედავად" კრონინი სასწრაფოდ წამოხტა და საჩხუბრად გაიწია.

სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა. მთავარმა არბიტრმა ინგლისელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევიდ ბექჰემი - სიმულანტების რისხვა

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა