აივერი ჯონსონი: თორნიკე ისე თამაშობს, რომ ეტყობა, აქაურობის დატოვება და ევროპაში დაბრუნება არ სურს
დარჩება თუ არა თორნიკე შენგელია ნბა-ში? ეს ამბავი ახლა მხოლოდ თორნიკეზეა დამოკიდებული. დადგა გადამწყვეტი მომენტი: ორშაბათს ორლანდოს საზაფხულო ლიგა იწყება, სადაც 20 წლის ქართველი ფორვარდი ნბა-ში მასზე უფლებების მქონე "ბრუკლინ ნეთსის" შემადგენლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელია "ნეთსმა" "ფილადელფიისგან" იყიდა, რომელმაც თავის მხრივ ქართველი ფორვარდი დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა.

შენგელია უკვე საქმეში ნახა იმ ადამიანმა, რომელმაც მისი გუნდში დარჩენა უნდა გადაწყვიტოს. ბრუკლინელთა მთავარმა მწვრთნელმა აივერი ჯონსონმა ქართველი ფორვარდი კემპისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებზე იხილა და ზედმეტი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მისი გარჯა ძალიან მოეწონა.

ჯონსონმა პირდაპირ განაცხადა, რომ შენგელიას გუნდში დარჩენას ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე მისი გამოსვლის შესაბამისად გადაწყვეტს. ეს განცხადება ჯონსონმა ადგილობრივ მედიასთან გააკეთა.

შენგელიას დაეთმო მოზრდილი სტატია ნიუ ჯერსის ინტერნეტ-გვერდ www.nj.com-ზე, რომლის თარგმანსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი გთავაზობთ:

"ნეთსის" ახალბედა თორნიკე შენგელია გუნდში სახელს იხვეჭს

აივერი ჯონსონმა დაადასტურა, რომ მას არ ჰყავდა ნანახი "ნეთსის" მიერ დრაფტზე აყვანილი ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია და იგი პირველად იგი 2 დღის წინ, ისთ რეზერფორდში, "PNY center"-ში იხილა.

"მე არ მქონია შენგელიას ნახვის შანსი, როცა გასულ წელს ევროპაში ვიმყოფებოდი, თუმცა ჩვენი გუნდის სკაუტებმა ნახეს 500 ახალგაზრდა ბიჭის ვიდეო-რგოლი, - განაცხადა აივერი ჯონსონმა - მე მინდა მოგხიბლოთ და გითხრათ, რომ მეც 500-ივე ახალგაზრდის ვიდეო ვნახე, მაგრამ ეს ასე არაა. მე მხოლოდ 250 მათგანი ვიხილე და შენგელია მათ შორის არ ყოფილა".

ჯონსონი მოიხიბლა შენგელიას ვარჯიშებითა და თამაშით "ნეთსის" შეკრების საწყის ორ დღეში:

"მე მომეწონა, რაც ვნახე. ის ცბიერია, იცის, როგორ ითამაშოს. ვარჯიშებზე ჩვენი თამაში ევროპული შეტევის სტილში გადაიზარდა, რომელიც ძირითადად პიკ-ენ-როლს გულისხმობს და შენგელიამ ეს სტილი ძალიან კარგად იცოდა. ის პერიმეტრიდან კარგად უტევდა".

შენგელია, რომელმაც საკუთარი თავი "თოკო"-დ წარმოგვიდგინა, ვარჯიშზე გამართულ ორმხრივ თამაშში ულევი ენერგია და გამძლეობა უჩვენა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც "PNY center"-ში მოვიდნენ.

ის არ რჩებოდა და მთელი მოედნის მასშტაბით მეურვეობდა მარშონ ბრუკსს (ბრუკსი შარშანდელი დრაფტის 25-ე ნომერია და გასულ სეზონში "ნეთსის" შემადგენლობაში საშუალოდ 12,6 ქულას აგროვებდა), გამოამჟღავნა პასის გაცემის შესანიშნავი ალღო და ჩააგდო რამდენიმე შორეული სროლა. იგი სწრაფად გადაადგილდებოდა მთელს მოედანზე და ერთხელ ტორინ გრინისგან მიღებული ალე-უპით საკუთარი თავის გარდა ყველა მოხიბლა:

"საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვაჩინე, კმაყოფილი არ ვარ, - განაცხადა შენგელიამ და დასძინა - მინდა უკეთესი ვიყო და ვაპირებ, კიდევ უფრო კარგად ვითამაშო".

20 წლის შენგელია "შარლერუას" შემადგენლობაში ბელგიის ჩემპიონატში 20 მატჩში საშუალოდ 8,9 ქულას და 5,2 მოხსნას აგროვდებდა. დრაფტის საღამოს "ნეთსის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა განაცხადა, რომ შენგელია და გუნდის მეორე სადრაფტო არჩევანი თურქი ილქან კარამანი დიდი ალბათობით მომავალ სეზონს კვლავ ევროპაში გაატარებდნენ.

მაგრამ შენგელიას, რომელსაც "შარლერუასთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, განსხვავებული აზრი გააჩნია. იგი ჩამოვიდა ნიუ ორკში დრაფტზე დასასწრებად, საზაფხულო ლიგაში მონაწილეობის უფლება მიიღო და ამბობს, რომ სურს "ნეთის" შემადგენლობაში ამავე წელს დამკვიდრდეს.

ეს შესაძლოა, ძალიან თამამი გეგმაა, მაგრამ დღესდღეობით გუნდს მის პოზიციაზე აქვს თავისუფალი ადგილები და შენგელიამაც აივერი ჯონსონზე უკვე მოახდინა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომლის გამყარებასაც უკვე საზაფხულო ლიგაზე ეცდება.

"მე თავიდან ვფიქრობდი, რომ მას დრაფტზე ავიყვანდით და თამაშის დასახვეწად ევროპაში გავუშვებდით, მაგრამ ეს გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს, - აცხადებს ჯონსონი. - ორლანდოს კემპზე 5 მატჩი გვაქვს შენგელიაზე დასაკვირვებლად, რომელიც ისეთი ადამიანივით თამაშობს, რომელსაც აქაურობის დატოვება და უკან დაბრუნება არ სურს".

კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური

odala
ცუდი თარგმანია. crafty ცბიერად როგორ უნდა თარგმნო არ ვიცი.
Nugzari
თოკო მაგარი ბიჭია. ვიცოდი რომ წელსვე არიჩევდენენ დრაფტზე. დარწმუნებული ვარ წელსვე დაიტოვებენ გუნდში სათამაშოდ და 2-3 წელში ნეთსის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. შრომა უყვარს და ნიჭიერია. ღვთის წყალობა თორნიკეს!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა