უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მცველი მომავალი სეზონისთვის ემზადება
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მცველი თემურ ფარცვანია კლუბის ოფიციალურ ვეგვერდთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქის გუნდს მომავალ სეზონში წარმატების მიღწევა სურს.

"საქართველოდან ახლახან დავბრუნდი, სადაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შემდეგ ორი კვირით დასასვენებლად გავემგზავრე. უკვე გუნდის საწვრთნელ პროცესში ჩართვაც მოვასწარი.

თამამად შემიძლია თქმა, რომ გუნდის ყველა მოთამაშე თავდაუზაგავად შრომობს. ახალ სეზონში წარმატების მისაღწევად სერიოზულად ვართ განწყობილნი.

თითოეულ ჩვენგანს დავალება მოგვცეს, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. მე პროგრამა პირნათლად შევასრულე.

გვქონდა რამდენიმე ვარჯიში, სადაც ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა მოწმდებოდა. ყველაფერმა კარგად, სირთულეების გარეშე ჩაიარა.

თეორიული მეცადინეობა უკან მოვიტოვეთ. ახლა ძირითადად ბურთით ვვარჯიშობთ და სხვადასხვა სქემებსა და კომბინაციებს ვამუშავებთ", - თქვა ფარცვანიამ.

ფეხბურთელმა საიტთან თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და უარყო ინფორმაცია, თითქოს გასასინჯად მყოფი "ვორსკლაში" დაიწუნეს.

"მინდა ახალი საფეხბურთო სეზონი ჩემ კარიერაში საუკეთესო იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ძალები პრემიერლიგის რომელიმე კლუბში მოვსინჯო. ახლა ჩემი აგენტი ამ საკითხზე მუშაობს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ვორსკლაში" გასინჯვაზე ვიყავი, მაგრამ დამიწუნეს, სრული სიცრუეა. მსგავსი არაფერი ყოფილა".

ასევე იხილეთ:

თემურ ფარცვანია: კიევის "დინამოდან" წასვლაზე არ ვფიქრობ

ქართული გოლი უკრაინის ნაკრებში

ქართველების გაწვევა უკრაინის ნაკრებებში

მამუკა ჯუღელს გორის "დილაში" ევროპის ჩემპიონიც მოჰყავს

soko
ჩვეულებრივი ადგილობრივი პროვინციალიზმი,
ruta
რად გვინდა ეგეთი სტატიები? არ ქართველობს ეგ ადამიანი, ნაკრებში თამაშზეც უარზეა. თავისი გზით გაუმარჯოს ღმერთმა ამასაც, გოგიასაც და სხვებსაც...
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა