Goal.com-ის მტკიცებით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი "ჩელსიდან" 23 წლის დენიელ სტარიჯის შეძენას გეგმავს

Goal.com-ის მტკიცებით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი "ჩელსიდან" 23 წლის დენიელ სტარიჯის შეძენას გეგმავს.

ის მზადაა, დედაქალაქელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი (12,6 მლნ ევრო) შესთავაზოს. ხელშეკრულების თანახმად, სტარიჯი "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ ორი წლით უნდა დარჩეს, თუმცა აღნიშნული თანხა საკმარისი იქნება "ჩელსის" თანხმობის მისაღებად.

ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს ორი ფაქტორი განსაკუთრებულად იმედიანად განაწყობს - უპირველესად ის, რომ რობერტო დი მატეოს მოსვლის შემდეგ სტარიჯი ლონდონელთა რიგებში სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია და რაც მთავარია, მას მხოლოდ ფლანგის თავდამსხმელად განიხილავენ და არა ცენტრფორვარდად, სადაც დენიელს თავად ურჩევნია ასპარეზობა.

მერსისაიდელებს ფეხბურთელში "ტოტენჰემი" ეცილება. სტარიჯი ემანუელ ადებაიორის ერთ-ერთი ალტერნატივაა. ჩვენი აზრით, ის, რომ "ტოტენჰემს" რამდენიმე დღის წინ ანდრე ვილაშ ბოაში ჩაუდგა სათავეში, კლუბის შანსებს სერიოზულად ამცირებს, რადგან სტარიჯს პირველად ფლანგზე ადგილი სწორედ პორტუგალიელმა მწვრთნელმა მიუჩინა.

ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ თავდამსხმელის შეძენა ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს, მაგრამ "ლივერპულის" შანსები დანარჩენებზე მაღალია. მას ყველაზე მომხიბლავი წინადადება აქვს გამზადებული.

სტარიჯი "ჩელსიში" ამჟამად კვირაში 65 ათას ფუნტს იღებს. "ლივერპული" მზადაა, მას ანაზღაურებაც საკმაოდ გაუზარდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა