ევროპის 4 წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში შემდგარ გარიგებებს გადავხედეთ და საინტერესო დასკვნამდე მივედით
31 აგვისტომდე თვენახევარზე მეტია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპულ კლუბებს მთავარი ტრანსფერებისთვის საკმარისზე მეტი დრო აქვთ - სატრანსფერო ფანჯარა ხომ სწორედ აგვისტოს ბოლოს იხურება. თუმცა უკვე არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა და ჩვენც შეგვიძლია, შუალედური შეჯამება გავაკეთოთ.

ევროპის 4 წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში შემდგარ გარიგებებს გადავხედეთ და საინტერესო დასკვნამდე მივედით: ჯერჯერობით ყველაზე მეტი ფული იტალიელებმა დახარჯეს.

ტრანსფერმარკტის მონაცემებით, სერია A-ს კლუბებმა სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან დღემდე 167 მილიონი ევრო დახარჯეს.

თუმცა ევროპის ვიცე-ჩემპიონების ქვეყანაში თითით საჩვენებელი და ძვირად ღირებული ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა.

სატრანსფერო ბაზარს ყველაზე აქტიურად იტალიურმა სუპერგრანდებმა, ჩემპიონმა "იუვენტუსმა" და მილანის "ინტერმა" შეუტიეს, თუმცა ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი "ნაპოლის" ჰყავს: ნეაპოლელებმა ჩილელ ედუარდო ვარგასში 11.4 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალისგან განსხვავებით, სატრანსფერო ბაზარზე, აქტიურობის მხრივ, ესპანეთი იტალიასთან აშკარად "მარცხდება": ლა ლიგის კლუბებმა დღემდე მხოლოდ 33 მილიონი ევრო დახარჯეს.

ამ თანხის ნახევარზე ოდნავ ნაკლები კი მარტო ხორდი ალბაზე მოდის, რომელიც "ბარსელონამ" 14 მილიონ ევროდ იყიდა. ლისაბონიდან ვალენსიისკენ გეზაღებული ჟოაო პერეირა "ღამურებს" 3 684 210 ევრო დაუჯდათ.

გერმანული და ინგლისური კლუბები კი ესპანურებზე გაცილებით მეტად აქტიურობენ - ბუნდესლიგასა და პრემიერლიგაში დაახლოებით 134-134 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ინგლისში მთელი თანხის მესამედი ლონდონის "ჩელსიმ" გაიღო - "არისტოკრატებმა" ედენ აზარი ფრანგული "ლილიდან" 40 მილიონად გადაიბირეს. ბუნდესლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერის ავტორი კი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსიაა" - 17.1 მილიონი ევრო მარკო როისის სანაცვლოდ, რომელიც BVB-ში "გლადბახიდან" გადაბარგდა.

ზოგადად, გერმანული კლუბებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მეტი, მოლოდინისამებრ, "ბაიერნმა" დახარჯა - რეკორდმაისტერმა ჯიბე 29.3 მილიონით შეითხელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

England
ჩელსი გაჩერებას არ აპირებს სიტიცი ლივერპულიც იყიდის ვინმე და მანჩესტერიც
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა