დიდი შანსია, "მოდენას" მთავარ მწვრთნელად იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, რობერტო ბაჯო დაინიშნოს
მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა "კორიერე დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც, დიდი შანსია, "მოდენას" მთავარ მწვრთნელად იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, რობერტო ბაჯო დაინიშნოს.

რობიმ სამწვრთნელო ლიცენზია ისე აიღო, რომ ამის შესახებ ბევრს არავის გაუგია - ამიტომ აღნიშნული ინფორმაცია მართლაც რომ მოულოდნელი გახლდათ. "მოდენა" სერია B-ში ასპარეზობს და ელიტაში დაბრუნება აქვს მიზნად დასახული.

"მოდენას" მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ რობერტო ბაჯოს და მას ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს. ამ პროცესებს კლუბის კონსულტანტი ანტონიო კალიენდო ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე რობის პირადი აგენტი გახლდათ და კალჩოს ლეგენდასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ჟურნალისტები თვითონ რობერტოს ვერაფრით დაუკავშირდნენ. აი, კალიენდომ კი საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"რობის კარგა ხანი არ სურდა მწვრთნელობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აზრი შეიცვალა და სწავლაც დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ლიცენზია აიღო, რომელიც უფლებას აძლევს, რომ სერია A-ს გუნდს ჩაუდგეს სათავეში. ამ ამბავმა ძალიან გამახარა და "მოდენას" მესვეურებს უმალ შევთავაზე მასთან მოლაპარაკების წამოწყება.

ბაჯოს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, შეთანხმება შედგება და რობი თავის სამწვრთნელო კარიერას "მოდენაში" მუშაობით დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, ისეთი ბრწყინვალე მწვრთნელი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე