აშშ-ის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ ლონდონის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
აშშ-ის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ ლონდონის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

ათი კალათბურთელის გარდა, რომელთა ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი, ბრიტანეთში აგრეთვე გაემგზავრებიან "ოკლაჰომას" მცველი ჯეიმს ჰარდენი და "ფილადელფიას" ფორვარდი ანდრე იგუოდალა.

ლონდონის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მცველები: კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ჯეიმს ჰარდენი ("ოკლაჰომა"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი");

ფორვარდები: კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), ანდრე იგუოდალა ("ფილადელფია"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), კევინ ლავი ("მინესოტა");

ცენტრი: ტაისონ ჩენდლერი ("ნიუ იორკი").

დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "სან ანტონიოს" ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი შეძლებს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას.

"სპურსის" ექიმებმა ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ლიდერს თამაშის ნება დართეს; არადა, მანამდე სკეპტიკურად უყურებდნენ ტონის ლონდონში გამოსვლას. შეგახსენებთ, რომ პლეიმეიკერმა თვალის ტრავმა ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს მიიღო.

ვენესუელაში მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირზე ზაფხულის თამაშების ორი საგზურის მფლობელი გამოვლინდა. ნახევარფინალური მატჩების მოგების შემდეგ ლონდონში გამგზავრების უფლება მიიღეს რუსეთისა და ლიტვის ნაკრებებმა.

მესამე საგზურის ბედი კი ნიგერიისა და დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებებს შორის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გაირკვევა.

1/2-ფინალი

ნიგერია-რუსეთი 77:85

23:26, 8:20, 22:22, 24:17

ნ: დიოგუ (16+14 მოხსნა), დაგუნდურო (16+5 პასი), ამინუ (13), სკინი (11), ოგუჩი (10).

რ: შვედი (22+6 პასი), კირილენკო (19+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ფრიძონი (15), კაუნი (11).

ლიტვა-დომინიკა 109:83

21:16, 31:20, 23:25, 34:22

ლ: მაჩიულისი (19+6 მოხსნა), ვალანჩუნასი (17+7 მოხსნა), კლეიზა (13+6 მოხსნა), პოჩიუსი (12), დელინინკაიტისი (11), კალნიეტისი (9+9 პასი).

დ: მარტინესი (13+10 მოხსნა), ჰორფორდი (12), გარსია (11), კორონადო (10+4 პასი).

ტურნირის დასრულების შემდეგ ვენესუელაში გაიმართება წილისყრა და მის მიხედვით გადანაწილდებიან საკვალიფიკაციოს გამარჯვებული გუნდები ლონდონის საკალათბურთო ტურნირის ჯგუფებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე