ლეჩხუმში ქართულ ჭიდაობაზე ორი ახალი ამბავი შევიტყვეთ: ერთი - სასიხარულო, მეორე - სამწუხარო
ლეჩხუმში ქართულ ჭიდაობაზე ორი ახალი ამბავი შევიტყვეთ: ერთი - სასიხარულო, მეორე - სამწუხარო.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაწილეობით გამართულ ზონალურ ტურნირზე ბრძანა - მალე ცაგერის ცენტრში დაიწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაო, რამაც დამსწრე საზოგადოების მქუხარე ტაში გამოიწვია.

მეორე ამბავი კი ქუთაისელი სპორტის მესვეურებისგან შევიტყვეთ: ამ ქალაქში ახლახან დაუწყიათ ქართული ჭიდაობის ერთადერთი სპორტდარბაზის დანგრევა!.. ახლის მშენებლობაზე კი მათ არაფერი უთქვამთ...

ცაგერის ძველი სპორტდარბაზი ქართული ჭიდაობის ადგილობრივი ქომაგებით იყო გაჭედილი. ისინი დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მუსიკის ჰანგების ფონზე გაჩაღებულ ჩოხიანთა რკენას.

ცაგერელებისთვის ზონალური პირველობა ნამდვილ ზეიმად იქცა. თუმცა კარგად ორგანიზებულ შეჯიბრებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ჯილდო ქუთაისელებმა მოიპოვეს. მასპინძლებსაც ერგოთ ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო.

თასით დაჯილდოვდა ცაგერის ქართული ჭიდაობის ამაგდარი კობა ქომეთიანი. ჯილდო მას ქართული ჭიდაობის კოორდინატორმა, საქართველოს რვაგზის ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა გადასცა.

კვარცხლბეკი

60 კგ. 1. ალეკო ბართია (ქუთაისი), 2. გიორგი ნასყიდაშვილი (ზესტაფონი), 3. გოგა კაპანაძე (ჭიათურა).

66 კგ. 1. გიორგი კაცაძე (ქუთაისი), 2. მირიან ენუქიძე (ჭიათურა), 3. ნუგზარ ქურასბედიანი (ქუთაისი),

73 კგ. 1. ნიკა ბიწაძე (ქუთაისი), 2. ირაკლი წერეთელი (ჭიათურა), 3. თორნიკე მურცხვალაძე (ცაგერი).

81 კგ. 1. ალექსანდრე ქურასბედიანი, 2. გიგა არჩვაძე (ორივე - ქუთაისი), 3. გრიგოლ სოფრომაძე (ტყიბული).

90 კგ. 1. დავით ქომეთიანი (ცაგერი), 2. იასონ ნემსაძე (ქუთაისი), 3. დიმიტრი ტაბატაძე (საჩხერე).

+90 კგ. 1. ონისე ბუღაძე, 2. გოგი კილაძე (ორივე - საჩხერე), 3. გურამ წულუკიძე (ქუთაისი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა